NASH – სწორედ ასეთი ახელწოდება აქვს სტუდია STIPFOLD-ის მიერ შექმნილ საცხოვრებელი სახლის ახალ პროექტს, რომლის განხორილებაც უკვე დაწყებულია. ეს არის 200 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე დუპლექსი, რომელიც თბილისიდან მოშორებით, ბუნებაში მდებარეობს.
პროექტის ავტორების თქმით, დიზაინის კონცეფციაზე მუშაობისას სწორედ ობიექტის ადგილმდებარეობა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი დეტალი და სწორედ აქედან გამომდინარე, გადაწყდა ნაკლებად დატვირთული ინტერიერის შექმნა.
პირველი სართული საძინებლებსა და სველ წერტილებს ეთმობა. აქ იატაკი ხალიჩით არის დაფარული. ყურადღებას იქცევს მთავარი საძილებლის გარდერობი, რომელიც მუქი შუშის კედლით არის გატიხრული.
მეორე სათული გამჭოლია და ორ მოპირდაპირე მხარეს მასიური შუშის კედლები გააჩნია. შესაბამისად, გამწვანებული გარემო მუდმივად ფიგურირებს ბინაში ყოფნისას. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საერთო ოთახი და სამზარეულო მიზანმიმართულად არ არის გატიხრული.
აღნიშნულ პროექტში ბეტონი ინტერიერის წამყვან ელემენტს წარმოადგენს. მისი სიხისტე ავეჯით, მსუბუქი ტონებითა და ტექსტილით არის დაბალანსებული.
სპეციალურად ამ ინეტერიერისთვის სპეციალურად იქნა დამზადებული კუთხოვანი თაროები, რომლებიც კედლებსა და კიბეს მიუყვება და მცენარეებსაც ითავსებს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე კედლის გრაფიტით მოხატვა.
საპროექტო ჯგუფი: ბექა ფხაკაძე / გიორგი ბენდელავა / გიორგი ზაკაშვილი / ქეთევან გოგოძე / ნიკო მალაზონია / ლევან გოგავა
ქოფირაითერი: მიკა მოწყობილი
არქიტექტურული სტუდია: STIPFOLD