ნათურების მონტაჟის დაწყებამდე, უპირველესად, უნდა განისაზღვროს, როგორი განლაგება უნდა ჰქონდეს მათ ჭერზე. ეს დამოკიდებულია ოთახის ფორმაზე, ფართობსა და ფანჯრების არსებობაზე. ამის მიხედვით, თითოეული ოთახისთვის ინდივიდუალური სქემა უნდა შემუშავდეს.
თუმცა, არსებობს ზოგადი წესებიც, რომლებიც, სასურველია, დაიცვათ:
- სამუშაო და სასადილო ზონები, სხვებთან შედარებით, უფრო ნათელი უნდა იყოს.
- მაღალი ჭერის მქონე ოთახებისთვის გამოიყენება დაკიდებული განათება, დაბალ სამზარეულოებში — ჩაშენებული.
- აუცილებელია გავითვალისწინოთ ჭერის მოსაპირკეთებლად გამოყენებული მასალა, მისი ამრეკლავი თვისებები და ფერი. ნათელი, პრიალა ტექსტურა განათების ხარისხს აძლიერებს.
- ჭაღი მონტაჟდება ოთახის ცენტრში, სამზარეულო/მისაღები ოთახის შემთხვევაში – სასადილო ზონის ზემოთ.
- მანძილი კედლიდან სანათი მოწყობილობების უახლოეს რიგამდე – მინიმუმ 20 სმ., მათ შორის კი 30-40 სმ. უნდა იყოს.
- სანათებს შორის მანძილი პროპორციული უნდა იყოს.
- მანძილი ჭერის გადაბმიდან ნათურამდე მინიმუმ 15 სმ. უნდა იყოს.
მნიშვნელოვანია, სინათლის წყაროები ყველა ფუნქციურ ზონაში განთავსდეს და არ დარჩეს ბნელი ზონები. გასაჭიმ ჭერზე შეგიძლიათ მხოლოდ წერტილოვანი განათება მოათავსოთ, ან მათ ცენტრალური სანათიც დაუმატოთ. თანამედროვე მინიმალიზმისა და ე. წ. ჰაიტექის შემთხვევაში პირველ ვარიანტს ანიჭებენ უპირატესობას, კლასიკურ ან რეტრო სტილის ოთახს კი, როგორც წესი, აქცენტიანი ჭაღით აფორმებენ. შედარებით მოკრძალებული განათებაა დამახასიათებელი სკანდინავიური და თანამედროვე სტილისთვის, ბრუტალური ვარიანტი კი, მაგალითად, ჯაჭვზე დაკიდებული ნათურები, უფრო ლოფტის სტილს შეეფერება.
წერტილოვანი განათბის მონტაჟის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მეტი თვალსაჩინოებისთვის ქვემოთ მოცემულია განსხვავებული სქემები.
წერტილოვანი განათების სქემა ჭაღის გარეშე:
წერტილოვანი განათების სქემა ჭაღით: