ნაცრისფერი სამზარეულო შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ახალი ინტერიერი მცირე რესურსებით – შეცვალოს მხოლოდ დეკორი და ტექსტილი.
ნაცრისფერი იდეალური ფონია და ნებისმიერ სხვა ფერს კარგად ერწყმის. მთავარია, სწორი ელფერისა და დამატებითი ფერების შერჩევა, რათა ინტერიერი მოსაწყენი არ გახდეს. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ სტატიაში.
ნეიტრალური ნაცრისფერი შავი და თეთრი ფერების შერევით მიიღება, შემდეგ კი, მათი პროპორციებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ელფერები წარმოიქმნება. ნაცრისფრის თბილი ან ცივი ტონების მისაღებად, შავ-თეთრს პალიტრის სხვა ფერები უნდა დაამატოთ. ამის წყალობით, ნაცრისფრის 250-ზე მეტი ელფერი არსებობს. იმისათვის, რომ ინტერიერი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, ნაცრისფრის ცივი და თბილი ელფერები ერთად არ გამოიყენოთ.
მხოლოდ ღია ფერებზე კონცენტრირება აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ მდიდარი მუქი ნაცრისფერიც გამოიყენოთ. თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ღირს უპირატესობა მსუბუქ ტონებს მიანიჭოთ, მაგალითად:
- თუ გსურთ სამზარეულოს პრიალა ფასადები გამოიყენოთ, გაითვალისწინეთ, რომ მუქ ნაცრისფერ პრიალა ზედაპირზე თქვენი თითოეული ანაბეჭდი შესამჩნევი იქნება.
- თუ პატარა სამზარეულო (10 კვადრატულ მეტრზე ნაკლები) გაქვთ, ღია ფერები შეარჩიეთ ან შეგიძლიათ, უარი თქვათ სამზარეულოს ზედა კარადებზე, რაც სივრცეს ვიზუალურად გააფართოებს.
- თუ ოთახს პატარა ფანჯრები აქვს ან ისინი ჩრდილოეთისკენაა მიმართული და სივრცე საკმარისად განათებული არ არის, შეარჩიეთ ღია ნაცრისფერი ტონი, რათა ოთახი ზედმეტად ბნელი არ გამოჩნდეს.
არ იცით, როგორ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი რუხი ელფერი? ამაში კაპაროლის კატალოგი დაგეხმარებათ, ქვემოთ კი ჩვენი რჩეული 3 ნაცრისფერი ტონის დასახელებას გიზიარებთ:
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი