in

ლანდშაფტთან ჰარმონიულად შერწყმული ნავების ფარდული

Alliance Group
Alliance Group

სან-ხუანის კუნძულებზე მდებარე ნავების ფარდული წარმოადგენს ბარიერს წყალსა და ხმელეთს შორის. სახლისგან მოშორებით განლაგებულია ნავსადგომი, რომელიც შენობასთან ხიდის საშუალებით არის დაკავშირებული. წყლისპირა სახლი შესანიშნავი ადგილია როგორც დილით ფინჯანი ყავის დასალევად, ასევე, დიდი საოჯახო შეკრებებისთვის.

ნავების ფარდულმა დანგრეული, დაუფიქრებლად აშენებული სტრუქტურა ჩაანაცვლა. ერთი შენობის მეორით ჩანაცვლება განხორციელდა სტრატეგიით, რომელიც მიზნად ისახავდა სანაპირო ზოლის ნატურალიზაციას ბეტონისა და კრეოზოტით დაფარული გროვის წყლიდან ამოღებით და მისი თხელი ფოლადით ჩანაცვლებით, რომელიც ახალი სტრუქტურის საყრდენს წარმოადგენს.

სანაპირო ზოლის აღდგენა კი მოიცავდა ნარჩენების მნიშვნელოვანი რაოდენობისა და ბეტონის საძირკვლის ამოღებას, მის ჩანაცვლებას ადგილობრივი კლდის ქვედა ფენით. დიზაინის დეტალები, როგორიცაა ხის გემბანი, შეიქმნა ისე, რომ წყალში მცხოვრები ცხოველების სინათლით უზრუნველყოფას საფრთხე არ შეჰქმნოდა.

როდესაც სახლს ხმელეთიდან უახლოვდებით, ის ხეებში ძლივს მოჩანს. ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შენობა ლანდშაფტთან ჰარმონიულად თანაარსებობდეს. დიდი პანორამული ფანჯრებიდან გადაშლილი წყლისა და მთის თვალწარმტაცი ხედები ნებისმიერ მნახველს მოხიბლავს. ხის მასალებთან ერთად გამოყენებული ფოლადის აქცენტები სამზარეულოს, ბუხრისა და თაროების გამოკვეთას ემსახურება.

ინტერიერის სტილი შენარჩუნებულია ექსტერიერშიც, თუმცა აქ გამოყენებულია უფრო გამძლე მასალები, რომლებსაც მკაცრ გარემოსთან გამკლავება შეუძლია.

ზღვის პირას მსუბუქად მოთავსებული ნავების ფარდული გარემოს სილამაზესა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ქმნის საუცხოო ატმოსფეროს დასაფიქრებლად, შეკრებებისა და დაკვირვებისთვის.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

#რაშენდება: “დომუსის ხეები” ჭავჭავაძეზე

სად შევიძინო სანათები – 7 მაღაზია თბილისში, სადაც განათების ფართო არჩევანი დაგხვდებათ