in

Nerosicilia – ლავის მასალისგან დამზადებული იტალიური ფილები

ეტნას მთის ფერდობიდან ამოღებული ლავას ქვა – სწორედ ეს არის ძვირფასი ქვა – ნეროსიცილია. თუმცა, ის, ამავდროულად, იმ ბრენდის სახელიცაა, რომელმაც თავისი წარმატება სწორედ ამ ქვაზე დაამყარა. ნეროსიცილიას წარმოშობა, ფაქტობრივად, სიცილიას და ამ ბუნებრივ მასალას უკავშირდება, რომელიც ძალას ვულკანში პოულობს.

როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, ნეროსიცილიას ისტორია დაფუძნებულია საქმისადმი დიდ ენთუზიაზმსა და გატაცებაზე, დიდ გამოცდილებასა და მუდმივ კვლევებზე. გარდა ამისა, ის არსებითად არის დაკავშირებული იმ გარემოსთან, რომელშიც იგი იშვა. სიცილია მსოფლიოში მოზაიკის საბადოდ ითვლება, აქ ხომ მრავალი წლის წინ ჩამოყალიბდა მოზაიკა, როგორც ხელოვნება.

ნეროსიცილიის დამფუძნებელია ბიაჯიო ამარა, ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი სიცილიაში მნიშვნელოვანი სამეწარმეო გამოცდილებით, რომელიც, მრავალი წელია, კერამიკის წამყვანი მწარმოებლების სამსახურშია.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ბიაჯო ამარას სენტიმენტალურმა დამოკიდებულებებმა გამოიწვია ნეროსიცილიას შექმნა. გარდა იმისა, რომ ის საქმისადმი საოცრად გამჭრიახია და ძალიან ამბიციური პიროვნებაა, ის ძალიან შეყვარებულია საკუთარ სამშობლოზე, სიცილიაზე და გადაწყვეტილი აქვს, გააკეთოს ყველაფერი, რაც კუნძულს ნამდვილი იდენტობის, ისტორიისა და კულტურის გამოსავლენად დასჭირდება. მას აქვს დიდი სურვილი, იპოვოს ინოვაციური გადაწყვეტილებები, რათა საუკეთესოდ გამოხატოს ის რეალობა, რომელშიც ის ცხოვრობს. სწორედ ამ მოტივით დაიწყო ერთ დროს ბიაჯიო ამარიმ ახალი მასალების მოძიება და სიცილიური დიზაინის პროექტების შექმნა – ასე დაიბადა ნეროსიცილია. შემდეგ უკვე ბიაჯომ ნეროსიცილიისთვის ორი სამხატვრო ხელმძღვანელი მასიმო ბარბინი და ჯოვანი სალერნო შეარჩია.

მასალა, რომლისგანაც ნეროსიცილიის ფილები მზადდება, შედგება უძველესი ლავას ნაკადისგან, რომელიც თარიღდება მე-17 საუკუნით და ზედმიწევნით მუშავდება სპეციალურ დაპატენტებულ ღუმელებში. ეს შრომის ინტენსიური პროცესი გარდაქმნის ნაცრისფერ ლავას ახალ, ექსკლუზიურ ბუნებრივ მასალად, რომელიც ხელმისაწვდომია 5 სხვადასხვა ფერსა და ტექსტურაში.

ნეროსიცილიას პროდუქტებს აქვს სიცილიის ტერიტორიისთვის დამახასიათებელი სიმკვრივე და გარდა ამისა, იგი აღწერს მის ფერებს, სურნელებს და ასევე კუნძულის მკაცრ და ველურ ბუნებას. თითოეული კოლექცია შთაგონებულია სიცილიის სულისკვეთებით და გვთავაზობს ახალ ხედვებს, რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან და დიზაინერთან თანამშრომლობის წყალობით, როგორიცაა პიერო ლისონი, სტუდია Jpelab, Capellini, Boffi და Paola Lenti, რომელთაც სთხოვეს ახალი სტილის შექმნა.

ნეროსიცილიას შემოქმედებითი პოტენციალი ძალიან დიდი და თვალსაჩინოა: არაჩვეულებრივი ზედაპირები, რომლებსაც აქვთ თამამი ესთეტიკა და ტექნიკური სრულყოფილება. ეს რა თქმა უნდა, განპირობებულია ლავას ქვის მაღალი ხარისხით და სტილისტური მრავალფეროვნებით. სახელი ნეროსიცილია მკაფიო კავშირშია იმ ტერიტორიასთან და ვულკანთან, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში, როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. “შავი, როგორც მაგარი ლავა, სიცილია, როგორც წყარო, საიდანაც ყველაფერი წარმოიშობა”, – ამაყობს ბიაჯიო ამარა.

ბუნებრივი მასალებით მოწყობილი ბინა წყნეთის გზატკეცილზე – ილია ზაქარაიას ნამუშევარი

მცენარეების ცოცხალი “ხალიჩით” გადახურული ჭკვიანი სახლი მოსკოვში