შემოდგომაზე ტენიანობის დონე იწვევს და ნესტი სახლშიც ჩნდება. იმის გარდა, რომ ჭარბი ტენიანობა ჭერისა და იატაკის დაზიანებას იწვევს, ის ჯანმრთელობისთვისაც ცუდია, ქმნის უსიამოვნო სუნს და ობს, რომლის სახლიდან მოშორებაც საკმაოდ რთულია. ამის გამო ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ როგორ ვებრძოლოთ ნესტს.
თუ სახლის კედლები დაფარულია შპალერით, ისინი დაიწყებენ აქერცვლას და შესაძლოა კედლის დაზიანებაც გამოიწვიონ. ამას გარდა, ხის იატაკი, განსაკუთრებით კი ლამინატი, შეიძლება დეფორმირდეს და მისი თავიდან დაგება მოგიხდეთ. ნესტი აფუჭებს კარის ფორმებსაც და განსაკუთრებით საშიშია ხის ავეჯისათვის.
სახლში ნესტის არსებობა ძალიან არასასურველია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რადგან ის ზრდის ალერგიების რისკს და უარყოფიდან მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე.
იმისთვის, რომ ნესტთან ბრძოლა დავიწყოთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი გაჩენის მიზეზები, რომლებიც ბევრი სახის არსებობს.
კერძო სახლის ან ბინის მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები საგრძნობლად ზრდის ნესტის გაჩენის საშიშროებას. ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგიების არასწორად დამონტაჟება ან კედლებსა და იატაკზე არსებულ გადასვლებს შორის სიცარიელეების დარჩენა.
კორპუსებში პირველ სართულზე მაცხოვრებლებს ნესტის პრობლემა ყველაზე მეტად აწუხებთ, რადგან ისინი ახლოს არიან სარდაფთან და სწორედ ეს უწყობს ხელს სახლში ჭარბი ტენიანობის წარმოქმნას.
ასევე, შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას იმ შემთხვევაშიც, თუ სახლი კარგად არ არის გადახურული ან სახურავს დაზიანებები აქვს.
ნესტის კიდევ ერთი მიზეზია საძირკვლის ჰიდროიზოლაციის პრობლემები, რაც განსაკუთრებით წვიმიან სეზონზე იწვევს ტენიანობის გაზრდას.
ცუდი ვენტილაციის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა როგორც ბინებში, ასევე კერძო სახლებშიც. ის ყველაზე ხშირად იწვევს ტენიანობის მატებას სველ ადგილებში, როგორებიცაა აბაზანა და სამზარეულო.
სახლში ტენიანობის აღმოფხვრისთვის რამდენიმე ეფექტური მეთოდი არსებობს.
გააშრეთ ტანსაცმელი აივანზე
ტანსაცმელს სახლში ხშირად ვაშრობთ, ისინი სკამებზე ან სპეციალურ საშრობზე გვაქვს გადაკიდებული ან სულაც რადიატორზე დაწყობილი, თუმცა არ ვიცით, რომ სწორედ სველი ტანსაცმლის გაშრობის შედეგად წარმოიქმნება ოთახში ნესტი. უმჯობესია, ტანსაცმელი ყოველთვის აივანზე ან სპეციალურ საშრობში გააშროთ.
აუწიეთ გათბობას
სახლში ერთი ტემპერატურის შენარჩუნება ნესტთან ბრძოლის კარგი მეთოდია. თუ გრძნობთ, რომ თქვენს სახლში საკმარისად არ თბილა, იფიქრეთ რადიატორების დამატებაზე. პირველ რიგში, ეს ეხება აბაზანას, თუმცა სხვა ოთახებში ტემპერატურის დარეგულირებაც მარტივად გადაგიჭრით ტენიანობის პრობლემებს.
შეამცირეთ მცენარეების რაოდენობა
ცოცხალი მცენარეები შესანიშნავი გზაა ინტერიერის გასაფორმებლად და გასაცოცხლებლად, მაგრამ როდესაც ისინი ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს, შესაძლებელია ტენიანობის გაზრდა და ნესტის გაჩენა. ეცადეთ, გქონდეთ მცენარეების მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც რეალურად გჭირდებათ ან გადაანაწილოთ ქოთნები სხვადასხვა ოთახებში.
შეამცირეთ ტენიანობა სამზარეულოში
მაგალითად, როდესაც გაზის ქურაზე რაიმეს ამზადებთ, ქვაბებს დააფარეთ თავსახურები და ადუღებული წყალი ან ცხელი ქვაბი დიდხანს არ დატოვოთ, რადგან მათგან დიდი რაოდენობით ორთქლი გამოიყოფა.
ოთახის ვენტილაცია
სუფთა ჰაერი გავლენას ახდენს არა მხოლოდ მიკროკლიმატზე და ზედმეტი ტენიანობის არსებობაზე, არამედ მაცხოვრებლების კეთილდღეობაზეც.
წყალგაუმტარი იატაკი და კედლები
თუ პირველ სართულზე ცხოვრობთ, აუცილებლად უნდა იფიქროთ ჰიდროიზოლაციაზე, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ჭარბ ტენიანობას.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახლში ჭერისა და კედლების იზოლირებას დამოუკიდებლად შეძლებთ, თუმცა პროფესიონალების დახმარებით, სახლში ნესტის გავრცელების რისკებს საგრძნობლად შეამცირებთ.