in

Niabi by Index – ახალი ხუთ სართულიანი კომპლექსი ავლაბარში — Index | Wealth Management-ის გამორჩეული პროექტი

Niabi by IndexIndex | Wealth Management-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია, რომლის მშენებლობა ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის უკან მიმდინარეობს. ობიექტი განსხვავებული, მიმზიდველი არქიტექტურითა და ადგილმდებარეობით ხასიათდება, რომელსაც ამშვენებს გამწვანებული ეზო.

აღსანიშნავია, რომ  Index | Wealth Management უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც თბილისის სხვადასხვა სტრატეგიულ ადგილას მრავალფუნქციურ პროექტებს აერთიანებს. მისი მიზანია, მომხმარებელი უზრუნველყოს კვლევებზე დაფუძნებული, ზუსტი და საიმედო ინფორმაციით უძრავი ქონების ბაზრისა თუ კონკრეტული პროექტის შესახებ და მათ სანდო პარტნიორობა გაუწიოს. შესაბამისად, Index | Wealth Management ინვესტორებსა და პოტენციურ მომხმარებლებს ინვესტიციის სწორად განკარგვაში ეხმარება.

კომპანიის პორტფელში ამჟამად 8 მასშტაბური პროექტია თავმოყრილი, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. მათ შორისაა „თიბისი“ ბანკის მიერ სრულად დაფინანსებული 5 მიმდინარე პროექტიც — დიღომი 8-ში, ავლაბარში, გლდანსა და ორთაჭალაში, რომლებშიც ერთობლივად, 120 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Niabi by Index სრულად გამოხატავს Index | Wealth Management-ის არქიტექტურულ ხედვას და უნიკალური ელემენტებით ხასიათდება.

Niabi by Index არის 5 სართულიანი კომპლექსი, რომელსაც დიდი აივნები ამშვენებს. კომპლექსის მაცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ კეთილმოწყობილი სახურავით, საიდანაც ძველ თბილისზე პანორამული ხედები იშლება. საერთო სივრცე კი იდეალურია მოსასვენებლად, მეგობრებთან დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და ბავშვებისა თუ შინაური ცხოველების გასასეირნებლად. ამავდროულად, დაბალი განაშენიანება უზრუნველყოფს საცხოვრებელი გარემოს სიმყუდროვეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრების ქაოსურ რიტმში“, — აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.

უნდა ითქვას ისიც, რომ  Niabi by Index სრულად არის აღჭურვილი მრავალფეროვანი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით. კერძოდ, კომპლექსში გათვალისწინებულია — მიწისქვეშა პარკინგი, გამწვანებული ეზო, სავარჯიშო დარბაზი და სპა, რაც მაცხოვრებლებს განტვირთვის საშუალებას მისცემს და სახლიდან გაუსვლელად, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავების შესაძლებლობას შესთავაზებს. ამასთანავე, ეზოსა და შიდა ტერიტორიაზე მოეწყობა საერთო და სამუშაო სივრცეები, რაც აქტიურ სოციალურ ცხოვრებას შეუწყობს ხელს და მობინადრეებისთვის გაცილებით მოსახერხებელ და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

 

Niabi by Index-ის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებითაც, რაც მათ ყოველდღიურობას გაამარტივებს და საცხოვრებლის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს.

ამგვარად, პროექტი, რომელიც  კომპანია Index | Wealth Management-ის მიერ ხორციელდება არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, რაც მობინადრეებს დაცულ, ჯანსაღ, კომფორტულ, ხელსაყრელ პირობებს უქმნის და მიმზიდველი ექსტერიერისა თუ ინტერიერის მქონე საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. კომპლექსის მშენებლობა სრულდება 2025 წელს. პროექტში ბინების კვადრატულობა 38.8 მ²-დან იწყება და 1მ²-ის ღირებულება 1 895 $-ს შეადგენს.

[R]

თანამედროვე ბინა უკრაინაში, რომელიც სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნებას განასახიერებს – Makhno Studio-ს პროექტი

7 ადგილი თბილისში, სადაც აბაჟურს შეიძენთ