in

5 ნივთი, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ ბაღისთვის ამ გაზაფხულზე – Homeis.ge-ს რჩეული ვარიანტები

გაზაფხული საუკეთესო დროა ბაღზე ზრუნვისთვის. ვინაიდან ამ პერიოდში სუფთა ჰაერზე უფრო მეტ დროს ვატარებთ, ყურადღებას ექსტერიერს მივაპყრობთ: გვინდა, რაც შეიძლება მეტად გავამშვენიეროთ ეზო. გარდა იმისა, რომ მოვლილი ბაღი საცხოვრებელს მომხიბვლელობას სძენს, მისი კეთილმოწყობის პროცესი ერთგვარი თერაპიაცაა, რომელიც ჩვენს განწყობაზე დადებითად მოქმედებს. დღეს Homeis.ge იმ ნივთებს გაგაცნობთ, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ ბაღში მუშაობის დროს.

1. ხელთათმანი

იმისათვის, რომ მიწასთან მუშაობისას ხელები ჭუჭყისა და დაზიანებისგან დაიცვათ, აუცილებლად დაგჭირდებათ ხარისხიანი ხელთათმანი. ლამაზი ნივთები ყოველთვის დადებითად მოქმედებს ჩვენს გონებასა და ქმედუნარიანობაზე, ამიტომ კარგი იქნება, თუ მიმზიდველი დიზაინის ხელთათმანს შეარჩევთ. ხარისხითა და ვიზუალით გამორჩეული მოდელი შეგიძლიათ „Mysa“-ში შეიძინოთ.

2. სარწყავი 

თუ მცენარეების მოყვარული ხართ და სახლი ნაირ-ნაირი ყვავილებით გაქვთ სავსე, სარწყავი აუცილებლად დაგჭირდებათ. ვინტაჟური სარწყავი, რომელსაც „VELI.store“-ზე შეიძენთ, ბაღის გამშვენიერებისას ნამდვილად გამოგადგებათ და ამ პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში დაგეხმარებათ, იზრუნოთ თქვენს მცენარეებზე.

3. ჯებირი 

ბაღის დაგეგმარებისას დაგჭირდებათ ჯებირიც, რომელიც ყვავილების ზონას გამოყოფს და ეზოს მეტ მომხიბვლელობას შესძენს. შედეგად, ბაღი მოწესრიგებულ და სასიამოვნო სახეს მიიღებს. ჯებირის შეძენა „Bricorama“-ს ჰიპერმარკეტში შეგიძლიათ.

4. ყვავილის ქოთანი

ინტერიერსა და ექსტერიერს განსაკუთრებით უხდება ბუნებრივი მცენარეები და ყვავილები, რომლებიც სიცოცხლითა და სინაზით ავსებს გარემოს. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ყვავილების განახლების დრო დგება, ამიტომ, სასურველია, მათი ქოთნებიც გამოცვალოთ, რათა ბაღს მეტი მშვენიერება შეჰმატოთ. პროდუქტის შეძენას „JYSK“-ში შეძლებთ.

5. ბალახის საკრეჭი აპარატი

ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთი, რომელიც გაზაფხულის მოსვლასთან ერთად უნდა შეიძინოთ, ბალახის საკრეჭი აპარატია. იგი დაგეხმარებათ, თქვენი ბაღი ყოველთვის მოწესრიგებული იყოს. ბევრი ბალახი ეზოს აუშნოებს და მაცხოვრებლებსაც დისკომფორტს უქმნის. ელექტროაპარატს, რომლის წყალობითაც ეზოს სწრაფად და მარტივად მოასუფთავებთ, „გორგიაში“ შეიძენთ.

კლასიკური და ინდუსტრიული შტრიხებით შექმნილი ბინა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე – თაკო ტომარაძის ინტერიერი

როგორ გავაფორმოთ სასტუმრო ოთახი მუქ ფერებში? — 5 მთავარი წესი