in

10 ნივთი შენი ვერანდისა და ეზოსთვის, რომლებიც სამი დღის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო

ზაფხული შესანიშნავი დროა ვერანდისა თუ ეზოს ნივთების გასაახლებლად. ველი ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესს, რის გამოც ნივთების ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება და კომპლექტდება ხარისხიანი პროდუქტებით.

ამჯერად, ველი ვერანდისა და ეზოს ნივთების განახლებულ კოლექციაზე 3 დღიან ფასდაკლებას გთავაზობს. აქ ერთიანდება წამყვანი ბრენდების ავეჯი და სხვა გამორჩეული ნივთები, რომლებიც 15,16 და 17 ივლისს 50%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო.

აღმოაჩინე ნივთები, რომლებიც სახლში თუ აგარაკზე გამოგადგება:

Koopman – ეზოს მაგიდა და სკამები

ველის მომხმარებლისთვის, ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი და გამორჩეულად საყვარელი ბრენდია Koopman, რომელიც ამსტერდამში, 1937 წელს დაარსდა და ქმნის როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე ავეჯსა და სათამაშოებს. Koopman-ის ეზოს მაგიდა და სკამები შესანიშნავი პრაქტიკული ნივთი იქნება შენი ეზოსთვის.

პრაქტიკულობის გარდა, ეზოს ავეჯის ეს ნაკრები თავისი სადა დიზაინით იდეალურად მოერგება შენი ვერანდისა თუ ეზოს ინტერიერს. კომფორტული და კომპაქტური ავეჯი შესანიშნავია თბილ საღამოს განსატვირთად. ნაკრებში შედის 2 სკამი და 1 მაგიდა.

Mica Decorations – დასაკიდი სავარძელი

Mica Decorations მრავალფუნქციურ და ინოვაციურ ნივთებს ქმნის, რომლებიც მიმზიდველი დიზაინით გამოირჩევა და უმაღლესი ხარისხის მასალებისგან არის დამზადებული. ის დაგეხმარება დახვეწილ ინტერიერთან ერთად შექმნა იდილია შენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის.

Mica Decorations-ის კომფორტული დასაკიდი სავარძელი შესანიშნავი იქნება რელაქსაციისთვის. ხოლო, მისი თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი კარგად მოერგება როგორც შენს ეზოსა და ვერანდას, ასევე მისაღებ ოთახს.

Mica Decorations – დაწნული მაგიდების ნაკრები

სხვა დაწნულ ავეჯთან ესთეტიკურად თავსებადი იქნება ამავე ბრენდის დაწნული მაგიდების ნაკრები. მაგიდების ნაკრები დამზადებულია რატანისგან და საშუალებას გაძლევს განათავსოს როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე და შექმნა შენთვის სასურველი ვიზუალი.

Koopman – სანათი საკიდით

კიდევ ერთი შესანიშნავი ნივთი Koopman-სგან, რომელიც შეგიძლია შეიძინო შენი ეზოსა თუ ვერანდისთვის დაწნული სანათია. ის მყუდრო გარემოს შექმნის ინტერიერში და იდეალურად მოუხდება დაწნულ ავეჯს. სანათი დაფარულია ბამბის მასალის კალათით.

Chicago – ეზოს მაგიდა

Mica Decorations-ის მაღალი ხარისხის, აკაციის ხისგან დამზადებული ეზოს მაგიდა შესანიშნავი დანამატია შენი სახლის ექსტერიერისთვის. გამოირჩევა სადა, მოდერნისტული დიზაინით, რაც საშუალებას მოგცემს შექმნა შენთვის სასურველი გარემო და მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების გარემოცვაში სასიამოვნოდ გაატარო ზაფხულის თბილი საღამოები.

Koopman – ეზოს სკამი

კარგი არჩევანი იქნება Koopman-ის მოსახერხებელი სკამი ეზოში ზაფხულის სასიამოვნო საღამოების გასატარებლად. ის არის ძალიან კომფორტული სკამი ეზოსთვის, რომელსაც მოჰყვება პოლიესტერის ბალიში და ამასთანავე, ის ადვილად იწმინდება ნელთბილი წყლით.

Intex – გასაბერი აუზი

იმისთვის, რომ წელიწადის ცხელი სეზონი სასიამოვნო სიგრილეში გაატარო და ამავდროულად შესანიშნავად გაერთო Intex, გასაბერი აუზი გამოგადგება.

აუზი განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის, თუმცა განსაკუთრებით გაუხარდებათ ბავშვებს. ის საშუალებას მისცემს ბავშვებს, მზიან ამინდში დრო სახალისოდ გაატარონ. აუზი ადვილად იბერება და არც დიდ ადგილს იკავებს, რაც საშუალებას გაძლევს გარეთ სასურველ ადგილას მოათავსო.

In The Mood – მზის ქოლგა

ველის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია In The Mood, რომელიც ფერების, ტექსტურებისა და მასალების ფართო სპექტრით გამოირჩევა. კოლექცია სახლისა თუ ბაღის ბალიშებს, პლედებსა და მაგიდის გადასაფარებლებს მოიცავს. In The Mood-ის კოლექციაში არის ყველაფერი, რაც გჭირდება იმისათვის, რომ შენს სახლს და ბაღს კომფორტული იერსახე მისცე.

ეზოში ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ნივთი იქნება ბრენდის მზის ქოლგა, რომელიც იდეალურად დაგიცავს მზისგან. ქოლგა დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიესტერის ქსოვილისგან. ქსოვილს აქვს UPF მნიშვნელობა 30+ და შეუძლია დაბლოკოს UVA და UVB გამოსხივების 96.7%. იდეალურია ეზოსთვის აივნისა და ტერასისთვის.

Koopman – ეზოს ლამფა

ეზოში განათება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Koopman-ის ლამფა აღჭურვილია მზის შუქით დამუხტული ბატარეით. აქვს ყვითელი LED ნათურა, რომელიც თბილ მკაფიო შუქს ასხივებს. დაღამებისას შუქი ავტომატურად ირთვება, ხოლო გამთენიისას – ითიშება. ამასთანავე, ეს მზის ნათურა შესანიშნავი ეკოლოგიური გადაწყვეტილება იქნება.

Koopman – მრგვალი გრილი

ზაფხულის პერიოდში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მხიარული საღამოების გასატარებლად, კარგი გემრიელი საკვები, ყოველთვის მნიშვნელოვანია. Koopman, გრილი ეზოს განუყოფელი ინვენტარია კულინარიის მოყვარულებისთვის.

გრილის ერთი ადგილიდან მეორეზე მარტივად გადასატანად აქვს მოსახერხებელი სახელური. Koopman-ის შეგიძლია გამოიყენო როგორც ნახშირი, ასევე შეშა. გრილის თასი მაღალი ტემპერატურის ამტანი გარსით არის დაფარული. კომპაქტურია და მისი დიზაინი მარტივად ერგება ნებისმიერ სივრცეს.

სამი დღის განმავლობაში 15,16 და 17 ივლისს – მოაწყვე ვერანდა და ეზო 50%-იანი ფასდაკლებით. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე ნივთები ადგილზე უფასო მიწოდებით დროის სასურველ მონაკვეთში.

“Stay Mirror House” ცხვარიჭამიის ტყეში — ანი ხუციშვილის ინტერიერი

თანამედროვე სკანდინავიური სტილის კოტეჯი მიჩიგანის ტბაზე