in

ხარისხიანი სამზარეულოსათვის საჭირო მახასიათებლები

მყარი კარკასი

მაღალი ხარისხის კარკასი წარმოადგენს ერთგვარ ბაზას, იმისათვის, რომ ავეჯის კორპუსმა რაც შეიძლება დიდხანს იფუნქციონიროს. აუცილებელია მისი გვერდების იზოლირება/დამუშავება რათა დავიცვათ მაღალი ტენიანობისგან. ამის მიღწევა გამძლე კიდეების დახმარებითა და წებოვნების ხარისხით არის შესაძლებელი. მაღალი ხარისხის კორპუსს უნდა ჰქონდეს დამუშავებული კიდეები ყველა ბოლოში. nobilia -ს ქარხანა იყენებს კიდეების დამუშავების ლაზერულ ტექნოლოგიას.

სანდო ავეჯი

ავეჯის შერჩევის დროს ყურადსაღებია მისი მწარმოებელი. nobilia -ს სამზარეულოები დაკომპლექტებულია მხოლოდ მსოფლიოში წამყვანი გერმანელი მწარმოებლების ნამუშევრებისგან.

ფასადი

თითოეულ მასალას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. MDF-ისაგან დამზადებული ფასადები, შეღებილი აკრილის ან პოლიმერული მინის საფარით, დატესტილია ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე. ასევე იტესტება მასიური ხისგან დამზადებული  ფასადი. nobilia-ს კატალოგში წარმოდგენილია 10 კატეგორიის მასალა და 110-ზე მეტი ფასადის ვარიანტი.

მექანიზმები

გერმანული სტანდარტით შექმნილი სხვა მექანიზმები გათვლილია საშუალოდ 20 000 ჯერ  გაღებისთვის, nobilia-ს მექანიზმებით სარგებლობა კი შეგვიძლია 150 000-ზე მეტჯერ.

გამძლე სამუშაო ზედაპირი

სამუშაო ზედაპირის ყველაზე  პრაქტიკული ვარიანტია – ტოპი ლამინირებული MDF -ით, რომელიც მდგრადია ტენიანობაზე. nobilia-ს სამზარეულოს ზედაპირები დამუშავებულია 17 სახის სითხეზე რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ სამზარეულოში მუშაობისას. მათ შორის არის: წითელი ღვინო, სპირტი, ზეთი, ძმარი და სხვა.

nobilia-ს სამზარეულოების ზედაპირის უპირატესობა იმაშიც გამოიხატება, რომ ისინი  არ ნესტიანდება, არ იკაწრება და უძლებს 90 გრადუსიან ტემპერატურას.

nobilia-ს ქარხანაში წარმოებული ყველა ავეჯი ტესტირებულია ლაბორატორიაში. სამზარეულოს ყველა დეტალი იწყობა გერმანიაში და მას გააჩნია 10 წლიანი გარანტია.

2018 წლიდან ელიტ ელექტრონიქსი nobilia-ს ლოკალური  და ერთადერთი პარტნიორია საქართველოში. nobilia-ს სამზარეულოების შეკვეთა შესაძლებელია თბილისისა და ბათუმის ფილიალებში: თბილისის (ქავთარაძის N1) და ბათუმის (გორგილაძის 94).

[R]

მარტივი და სადა ფორმებით შექმნილი განსხვავებული დიზაინი კრწანისში — „OA studio”-ს ნამუშევარი

21 სექტემბერს AT Architect-ის ორგანიზებით დიზაინ ინსტიტუტში განათების დღე გაიმართება