in

განმარტოვებული სახლი დანიისა და გერმანიის საზღვართან – Norm Architects-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

Fjord Boat House-ად წოდებული ეს შავი, ხით ნაშენი სახლი მაშინვე იპყრობს დამთვალიერებლების გულებს თავისი მიმზიდველი, სტუმართმოყვარე მუხით გაწყობილი ოთახებით, ბალახით დაფარული ჭერითა და თვალწარმტაცი, წყალთან ახლომდებარე ლოკაციით.

სახლი ბეტონზეა დაშენებული და მისი ექსტერიერი მუქ ფერებშია გადაწყვეტილი, თუმცა კარის შეღებისთანავე საოცრად შინაურულ, კომფორტულ და მშვიდ ინტერიერს ვაწყდებით.

სამზარეულოში ავეჯის მასალად მუხაა გამოყენებული. მუხა გვხვდება კედლებსა და ჭერზეც, ხოლო იატაკი ხელით დამზადებული კერამიკული აგურისგანაა დამზადებული. სამზარეულოს ძვირადღირებული ფანჯრიდან ტბისა და მოტივტივე ნავების ხედი იშლება, აქვე დგას ხის სასადილო მაგიდა, რომლის ირგვლივ მსხდომებს მუდამ შეუძლიათ ულამაზესი ლანდშაფტით ტკბობა.

 

„Norm Architects“ ასევე ავეჯსაც ამზადებს და ამ სახლის ინტერიერშიც შეიტანეს თავიანთი უნიკალური ნივთები, მათ შორის მაგიდა “Koku” და სანათი „Hashira Floor Lamp”.

სახლის ფართობი მოიცავს ორ საძინებელ ოთახს, რომლებიც ისევე, როგორც დანარჩენი ოთახები, მუხითაა გაწყობილი. საძინებლებს ორიგინალური დეტალი გამოარჩევს – აქ ჭერის ნაწილი მინისაა, რაც მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს მომაჯადოვებელ ცას უყურონ.

არქიტექტურული სტუდია: Norm Architects

ფოტოგრაფი: Jonas Bjerre-Poulsen

რაზე დავზოგოთ თანხა და რაზე არა – ინტერიერის დიზაინერების რჩევები

შიდა ბაღების მნიშვნელობა კერძო სახლისთვის – eben-ის პროექტი ინდონეზიაში