„Ocean sky Residences“-ი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კომპანია „ოუშენ კაპიტალის“ მიერ ხორციელდება თბილისში, ილია ჭავჭავაძის N33-ში. ობიექტის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო, მისი დასრულება კი 2024 წლის ბოლოს იგეგმება.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „ოუშენ კაპიტალი“ პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი და კომერციული პროექტების მიმართულებით მუშაობს. ის ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის წამყვანი საინვესტიციო ჯგუფების გაერთიანების ნაწილია. თითოეულ მათგანს მშენებლობისა და სამშენებლო მასალების წარმოების მხრივ 65 წელზე მეტი ოპერირების საერთაშორისო გამოცდილება აქვს და მიზნად ისახავს, უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტების დაცვით შესრულებულ ენერგოეფექტურ, მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ, გამორჩეული დიზაინის ნაგებობების მშენებლობას. „ოუშენ კაპიტალი“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე სანდო და გამჭვირვალე დეველოპერად ითვლება, რადგან კომპანია ყველა პროექტს გრაფიკისა და დაპირებული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით ახორციელებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია დღევანდელ სამშენებლო სექტორში, სადაც დანაპირების შეუსრულებლობის ხშირი შემთხვევები ფიქსირდება.
დღესდღეობით, როდესაც ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა დეველოპერული კომპანიებით, ნამდვილად ხარისხიანი, ევროპული სტანდარტის შესაბამისი პროექტის მოძიება საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, რთულია იმის დადგენა, თუ რამდენად რეალურად ასახავს ფასი შემოთავაზებული ბინის ხარისხსა და მდგომარეობას. სწორედ ამიტომ, დღეს გაგაცნობთ ევროპული ღირებულებებისა და მიდგომების მქონე კომპანიის „ოუშენ კაპიტალის“ პროექტს — „Ocean sky Residences“-ს, რომელიც უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტურ, ევროპული წარმოების სამშენებლო მასალებსა და ტექნიკურ მოწყობილობებს აერთიანებს და მომხმარებლებს მდგრად, უსაფრთხო საცხოვრებელ ბინებს, კომერციულ ობიექტებს, საოფისე ფართებსა და კეთილმოწყობილ ავტოსადგომს სთავაზობს.
მაინც რა გამოარჩევს „ოუშენ კაპიტალის“ პროექტებს ადგილობრივ ბაზარზე? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ქვემოთ განვიხილავთ „Ocean sky Residences“-ის რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას, რაც ქართულ სამშენებლო სექტორში მის მოწინავე პოზიციას განაპირობებს.
ხელსაყრელი და მოსახერხებელი მდებარეობა — „Ocean sky Residences“-ი თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. ეს ადგილი განსაკუთრებით ხელსაყრელი და მოსახერხებელია, რადგან კომპლექსი, ერთი მხრივ, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, მეორე მხრივ კი „ახალ გზასთან“ ძალიან ახლოსაა და უმოკლესი გზით ადვილად უკავშირდება საბურთალოს. ამასთანავე, შენობა მზიურის პარკს გადაჰყურებს და შესაბამისად, მობინადრეებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია ქალაქის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული ზონა. კომპლექსის სიახლოვესაა კორტები, სპორტული დარბაზები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მრავალფეროვანი კაფე-ბარები, კულტურული ობიექტები და მაღაზიები, რაც აქტიური სოციალური ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა და მაცხოვრებლებს კომფორტულ პირობებს სთავაზობს, რათა ნებისმიერი სერვისით მარტივად ისარგებლონ.
პრემიუმ ხარისხის ევროპული სტანდარტი — ევროპული სტანდარტი, უპირველეს ყოვლისა, ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს გულისხმობს. აღნიშნული სტანდარტის ზედმიწევნით დაცვა კი ნაკლები დანახარჯის პირობებში, გაზრდილ კომფორტსა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს. სწორედ ენერგოეფექტური, მტკიცე, უმაღლესი ხარისხის მასალებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომებით შენდება „Ocean sky Residences“-ი, რომლის მდგრადობა ევროპელი და ამერიკელი პროფესიონალების მიერ მოწმდება, რაც უსაფრთხოებისა და საიმედოობის მაღალ დონეს უზრუნველყოფს.
ამასთანავე, „ოუშენ კაპიტალისთვის“ მნიშვნელოვანია გარემოსა და თბილისის იერსახეზე ზრუნვა, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობის არქიტექტურულ ნაწილსა და მის დიზაინს, რომლის კონცეფცია საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორების ჯგუფის მიერაა შემუშავებული და დახვეწილ, ლანდშაფტზე მორგებულ, გამორჩეულ ნაგებობას გვთავაზობს.
კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა — „ოუშენ კაპიტალი“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ნაგებობების უსაფრთხოებას და მდგრადობას, რადგან პროექტის ავტორების აზრით, იმისათვის, რომ ერთგვარი სივრცე სრულფასოვან სახლად ჩამოყალიბდეს, საჭიროა, თითოეულმა მობინადრემ თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოს. სწორედ ამიტომ, „ოუშენ კაპიტალი“ სრულად უზრუნველყოფს კონსიერჟის, დაცვისა და გამართული უსაფრთხოების სისტემის 24-საათიან მომსახურებას — თანამედროვე და ადაპტირებულ ლიფტებს, კამერებს, სახანძრო დეტექტორებსა და ინტერკომების (ე.წ. დომოფონები) მუშაობას.
ამასთანავე, კომპანიის მომსახურებაში შედის საერთო სარგებლობის შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, ტექნიკური მოწყობილობების გამართულობა, მწვანე ნარგავების მოვლა და საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური დახმარება. ამგვარად, მუდმივი მონიტორინგითა და უზრუნველყოფილი სერვისებით, „ოუშენ კაპიტალი“ ქმნის სრულყოფილ საცხოვრებელ გარემოს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის.
უნიკალური პანორამული ხედები — კომპლექსის კიდევ ერთი უპირატესობა ის უნიკალური ხედებია, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს გადაჰყურებს და მაცხოვრებლებს მიმზიდველი პეიზაჟებით, მზიურის პარკის შესანიშნავი ლანდშაფტითა და დახვეწილი არქიტექტურით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს, რათა ყოველდღიურობა ბევრად უფრო სასიამოვნო, მყუდრო და შთამბეჭდავი გახადოს.
მაცხოვრებლებზე მორგებული პირობები — „Ocean sky Residences“-ი მომხმარებლებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სივრცეებს სთავაზობს, სადაც მაცხოვრებლები მრავალფეროვანი ბინებიდან, ფართობის, გეგმარებისა და მდებარეობის გათვალისწინებით, მარტივად შეარჩევენ სასურველ პროექტს და საცხოვრებელს მათი გემოვნებისა და სურვილების შესაბამისად მოაწყობენ, რაც სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.
ამგვარად, „Ocean sky Residences“-ი თბილისის შუაგულში იდეალურ პირობებს ქმნის მშვიდი, მყუდრო, ჯანსაღი და კომფორტული ცხოვრებისთვის, რაც ქალაქის სწრაფ ტემპთან დაკავშირებული ქაოსისა და სტრესისგან დაცვის იდეალური შესაძლებლობა და სრულფასოვანი ცხოვრების აბსოლუტური გარანტია.
[R]