ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ამ ოფისის საერთო ფართი 200 კვადრატული მეტრია. კონცეფციის მიხედვით, ოფისში მინიმალური ჩარევით უნდა შექმნილიყო ფერადი, მყუდრო და კრეატიული გარემო. წამყვან ელემენტებს მკვეთრი ფერები და უხეში მასალები წარმოადგენენ.
ძირითადი ავეჯი დამზადებულია კონკრეტულად აღნიშული პროექტისთვის შექმნილი დიზაინით. გამოყენებულია მხოლოდ ქართული წარმოების ავეჯი (HomeMadeFurniture) და განათება (Brand R).
პროექტის ავტორი: მარიამ გვაზავა
დიზაინ სტუდია: Material Editors
კედლების მოხატულობა: მუსია ქებურია
ფოტოგრაფი: მარიამ გვაზავა