in

როგორ გავაუმჯობესოთ სახლში მოწყობილი ოფისი?

სახლში ეფექტური ოფისის შესაქმნელად წინასწარი დაგეგმვაა საჭირო. სწორი დიზაინით შექმნილმა გარემომ, სრულიად თავისუფლად შეიძლება, გაგიჩინოთ განცდა, რომ თქვენ არა სახლში, არამედ სამუშაო გარემოში იმყოფებით. ამ სტატიაში გირჩევთ, როგორ გახადოთ თქვენი “ოფისი” უფრო ფუნქციური და ეფექტური.

 

შეამცირეთ სტრესი მცენარეებით

თქვენს მაგიდასთან არსებული მხოლოდ ერთი პატარა მცენარეც კი დაგეხმარებათ სტრესის შემსუბუქებაში და კიდევ უფრო გაგამხნევებთ. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მცენარეები აუმჯობესებენ პროდუქტიულობას ოფისში. ასე რომ, დაამშვენეთ თქვენი სახლის ოფისი ოთახის მცენარეებით.

ფოკუსირდით იატაკზე

იმისთვის, რომ სახლიდან მუშაობა არასასიამოვნო არ იყოს, გამოიყენეთ რბილი დასაფენი მაგიდის ქვეშ. სპეციალურად საამისოდ შექმნილია დაღლილობის საწინააღმდეგო დასაფენები.  ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალიჩებიც.

გამოიყენეთ ოთახის გამყოფი

ოთახის გამყოფი არის მარტივი გზა სამუშაო სივრცის გამოსაყოფად უფრო დიდი ოთახისგან, ასევე, უწესრიგობის დასამალად და ვირტუალური შეხვედრებისთვის ნაკლებად მიმზიდველი ფონის წარმოსაჩენად. თანაც, დღესდღეობით, დასაკეცი ოთახის გამყოფები ძალიან პოპულარულია და ის უამრავი დიზაინით გვხვდება.

დაკიდეთ მიმზიდველი ხელოვნების ნიმუშები

თქვენი სახლის ოფისში ხელოვნების ნიმუშის დამატებას აქვს როგორც პირადი, ასევე პროფესიული სარგებელი. თქვენს კომპიუტერთან ახლოს ვიზუალურად საინტერესო გამოსახულების ან დეკორატიული საგნების დამატება უზრუნველყოფს დაღლილი თვალების დასასვენებელ ფოკუსს, ამ გზით თქვენ შეგიძლიათ, ებრძოლოთ დაძაბულობასა და დაღლილობას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეკრანის ყურება  იწვევს.

კონცენტრირდით განათებაზე

თუ თქვენი სამუშაო ადგილი თავიდანვე ოფისად არ იყო განსაზღვრული, შეიძლება არ გქონდეთ რელევანტური განათება. იდეალურ შემთხვევაში, თქვენი სახლის ოფისს უნდა ჰქონდეს როგორც ბუნებრივი განათება, ასევე სამუშაო განათება, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული უბნის ფოკუსირებულ განათებას და გარე განათებას. საოფისე განათების არჩევისას გაითვალისწინეთ რეგულირებადი სამაგიდო ნათურა მრავალჯერადი ფერით. კვლევებმა აჩვენა, რომ თბილი შუქი (უფრო ყვითელი ფერის გადახრა) აძლიერებს შემოქმედებითობას, ხოლო ცივი სინათლე (ლურჯი ფერებში) ზრდის კონცენტრაციას. არსებობს მტკიცებულებაც, რომ განათებას შეუძლია დიდი როლი შეასრულოს გადაწყვეტილების მიღებაში.

ეფექტურად გამოიყენეთ კედელი

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს დაგეგმვის დიდი ნაწილი მაინც კომპიუტერით ხდება, შეგიძლიათ, საამისოდ კედელიც გამოიყენოთ. ჩამოკიდეთ ჩარჩო ან მაგნიტური დაფა, რომელზეც წებოვანი ფურცლებით თქვენს სამუშაო გეგმებს მიამაგრებთ, შემდეგ კი ამ გეგმებს მარტივად განაახლებთ.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

შიგერუ ბანი – “ხალხის არქიტექტორი”

დიზაინერ პალას კალამოტუსისის ჰარმონიული ბინა დასავლეთ ლონდონში