ფუსატოში, ოკინავას კუნძულზე მდებარე ეს სახლი-სახელოსნო, რომლის მშენებლობა ჯერ ბოლომდე არაა დასრულებული, წყვილისა და მათი სამი შვილისათვისაა განკუთვნილი. ის გორაკზე მდებარეობს და სამხრეთ მხრიდან ზღვას გადაჰყურებს. წყვილი მომავალში სახლის ფართობის გაზრდას გეგმავს შვილების საჭიროებების მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ ქმარი თავისი დღის უმეტეს ნაწილს სახელოსნოში ატარებს, მათ ისეთი შენობის აგება სურდათ, სადაც მუშაობაც იქნებოდა შესაძლებელი.
Studio Cochi Architects-ის მიერ დაპროექტებული სახლის ზედაპირისა და შენობის ფუნქციონირების პროექტი ისე აიგო, რომ მომავალი გაფართოებისთვის მზად ყოფილიყო – შეიძლება მისი სახურავისა და იატაკის გაზრდა, რომელიც პირდაპირ ტერასაზეა დაშენებული. ამჟამად სახლის ფართობი 108 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
პროექტის მიხედვით აიგო დიდი ტერასა, რომელიც აკავშირებს სახელოსნოსა და მისაღებ ჰოლს. ეს ორივე სივრცე დამოუკიდებელია, თუმცა საოცარი პროექტის წყალობით მუდმივ კავშირშია სახლის დანარჩენ ნაწილთან. სახლის სახურავი საცხოვრებელსა და სახელოსნოს ოკინავას მცხუნვარე მზისგან იცავს.
ფოტოგრაფი: Ooki Jingu