თანამედროვე არქიტექტურის ამოცანაა გასცდეს ტრადიციულ საზღვრებს და შექმნას სივრცეები, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციონალურია, არამედ ესთეტიკურად გამორჩეულიც. OKTO ART HOUSE – ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში – სწორედ ამ ტენდენციას მიყვება და ახლებურად უდგება საცხოვრებელი სივრცის კონცეფციას. პროექტი თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტილებებისა და ხელოვნების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციაა, რაც ქმნის უნიკალურ გარემოს მცხოვრებლებისთვის.
OKTO ART HOUSE-ის კონცეფცია ეფუძნება ხელოვნების რვა ფუნდამენტურ ელემენტს: ფერი, კონტური, განზომილება, მედიუმი, გარემო, ტექსტურა, ღირებულება და მატერიალურობა. ეს ფილოსოფია აისახება როგორც შენობის ესთეტიკურ მხარეში, ისე არქიტექტურულ გადაწყვეტილებებშიც, რომელიც ქმნის ვიზუალურად მიმზიდველ და ფუნქციონალურ გარემოს.
პროექტის მთავარი მიზანია შექმნას ისეთი საცხოვრებელი სივრცე, სადაც კომფორტი და ესთეტიკა ერთმანეთს ავსებს. ეს მიიღწევა გონივრული დაგეგმარებით, მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით და ხელოვნების ელემენტების ორგანული ინტეგრაციით გარემოში.
თითოეული სართულის დერეფნები დეკორირებულია ქართველი მხატვრების ნამუშევრებით, რაც ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს და ხაზს უსვამს ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპლექსში ინტეგრირებული ბავშვთა სამხატვრო სკოლა და გალერეა, რომელსაც როგორც გასართობი, ასევე საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს.
OKTO ART HOUSE-ის ექსტერიერი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის შთამბეჭდავ ნიმუშს. შენობის ფასადი, ვიზუალურად მიმზიდველ, შთამბეჭდავ და გამორჩეულ სილუეტს ქმნის ბათუმის ურბანულ ლანდშაფტში. ეს დიზაინი არა მხოლოდ ესთეტიკურია, არამედ მას პრაქტიკული დატვირთვაც აქვს, უზრუნველყოფს კომპლექსის ოპტიმალურ განათებასა და ვენტილაციას შესაბამისად პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის ბალანსს.
OKTO ART HOUSE შენდება მდგრად და ეკოლოგიურ მშენებლობის პრინციპებზე დაყრდნობით. გამოყენებულია ენერგოეფექტური მასალები და ტექნოლოგიები, რაც ამცირებს შენობის ეკოლოგიურ ნაკვალევს და უზრუნველყოფს გრძელვადიან მდგრადობას.
OKTO ART HOUSE წარმოადგენს პროექტს, სადაც ხელოვნება და არქიტექტურა ჰარმონიაშია საცხოვრებელ სივრცესთან. კომპანიის მიზანია, შექმნას მაღალი ხარისხის კომპლექსი, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ესთეტიკას და კულტურულ ღირებულებებს. მომავალში დეველოპერული სამშენებლო კომპანია OKTO GROUP გეგმავს გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით, რათა შექმნას კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხარისხიანი საცხოვრებელი სივრცეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
[R]