in

მოაწყვე ოფისი სახლში 800 ლარად – შექმენი შენი სივრცე ველიზე

ველი პროდუქტის განთავსებისას, ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესს, რის გამოც ნივთების ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება და კომპლექტდება ხარისხიანი პროდუქტებით. აქ სხვა ნივთებთან ერთად, ასევე, მარტივად იპოვი პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარება სახლში კომფორტული ოფისის მოწყობაში.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს დისტანციურად, ან სახლში ნაწილობრივ მაინც ასრულებს სამუშაოს. ამის გამო, სახლში კომფორტული სამუშაო სივრცის შექმნა დიდ მნიშვნელობას იძენს.

აღმოაჩინე ნივთები, რომლებიც სახლში კომფორტულად მუშაობისთვის გამოგადგება.

აქსესუარები კომფორტულად მუშაობისთვის 

კომპიუტერული ტექნიკა თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის ის ნაწილია, რომლის მიმართაც მომხმარებლებს განსაკუთრებით აქვთ საიმედოობისა და ხარისხის მოთხოვნა. თუმცა, გამორჩეულ ხარისხთან ერთად შეგიძლია განსაკუთრებული დიზაინიც მიიღო.

Logitech შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც ინოვაციებსა და ხარისხზეა ორიენტირებული. ბრენდის პროდუქტებს უამრავი ადამიანი იცნობს მსოფლიოს მასშტაბით და ის განსაკუთრებით გეიმერებს უყვართ. თუმცა, ბრენდი არამხოლოდ გეიმერებისთვის ორიგინალური დიზაინის საყვარელ ნივთებს ქმნის.

Logitech Pop Keys დახვეწილი დიზაინის კლავიატურაა სახალისო ღილაკებით, რომელიც თავსებადია PC, Laptop, Windows, Mac, Chrome OS, Android, iPad OS მოწყობილობებთან. მისი დაკავშირება შესაძლებელია ერთდროულად 3 მოწყობილობასთან.

ხოლო, იმისთვის რომ ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახო, შეიძლება გამოადგეს ნოუთბუქის ჩამკეტი Logilink NBS004, რომელიც ლეპტოპს მოპარვისა და გახსნისგან იცავს. ასევე, დაათვალიერე დამტენები, კაბელები, ადაპტერები და USB ჰაბები. აქ უამრავ ისეთ ნივთს იპოვი, რაც ტექნიკასთან კიდევ უფრო დაგაახლოებს.

შენს სამუშაო სივრცეს, ასევე მოუხდება Yamazaki, Tower, მონიტორის სადგამი, რომელიც შენი სამუშაო მაგიდისთვის ელეგანტური დანამატი იქნება. მასზე შესაძლებელია არამხოლოდ მონიტორის მოთავსება, არამედ მცირე საკანცელარიო ნივთებისაც.

შეგიძლია დააწყო მასზე სხვადასხვა ნივთები, როგორებიცაა: კალმები, ქაღალდის სამაგრები და სხვა საოფისე მასალები მონიტორთან ერთად. ასევე, სადგამი დამატებით ადგილს ქმნის ქვედა ნაწილში, კლავიატურისთვის, კაბელებისთვის და დოკუმენტებისთვის.

მცირე ავეჯი მყუდრო სამუშაო სივრცის შესაქმნელად 

კომფორტულად მუშაობისთვის აუცილებელია სხვადასხვა პრაქტიკული ნივთები. იმ შემთხვევაში თუ დივანზე კომფორტულად მოთავსება და მუშაობა გიყვარს, ან სამუშაოს შესასრულებლად სხვადასხვა ადგილს ირჩევ.

ეს კომპაქტური ზომის ლეპტოპის მაგიდა შენი საყვარელი ნივთი გახდება. მაგიდა დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მელამინისგან. პროდუქტი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტის მოთხოვნებს: ISO 9001 და FSC სერტიფიკატები; E1 (ევრო1) სტანდარტი.

ორგანაიზერები და დახვეწილი დიზაინის ნივთები ინტერიერის გასაფორმებლად

სხვადასხვა ნივთების მოწესრიგებაში, ისევ Yamazaki დაგეხმარება. Yamazaki, Rin, ორგანაიზერი შექმნილია იაპონური დიზაინით და გამოირჩევა მინიმალიზმით. ორგანაიზერს აქვს ორი განყოფილება, სადაც შეგიძლია მოათავსოთ პლანშეტი, ტელეფონი, დისტანციური მართვის პულტები, ტელევიზორის პულტი და სხვა.

ეს ორგანაიზერი საუკეთესო დანამატი იქნება შენი ოფისისა თუ მისაღები ოთახისთვის.

სამუშაო მაგიდას ძალიან მოუხდება Leitmotiv, მაგიდის სანათი, რომელიც კლასიკური და თანამედროვე დიზაინის იდეალური ნაზავია. ეს სანათი შეგიძლია გამოიყენო შენი ოფისის მაგიდისთვის თუ მისაღები ოთახისთვის. სანათი ოთახში შემოიტანს მყუდროებასა და განსაკუთრებულ შტრიხს.

შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე შენაძენი შენს კართან ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.

[R]

გასაჭიმი ჭერის ძლიერი და სუსტი მხარეები

“Stay Mirror House” ცხვარიჭამიის ტყეში — ანი ხუციშვილის ინტერიერი