დღევანდელ სტატიაში „რუსთაველი რეზიდენსში“ მდებარე ორ გამორჩეულ პენტჰაუზს გაგაცნობთ, რომლებიც შევჩენკოს N1-ში მდებარეობს. ბინები პრემიული საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო სამ სართულს იკავებს და ადგილმდებარეობისა თუ გეგმარების კუთხით სრულიად უნიკალურ საცხოვრებელს წარმოადგენს. ობიექტის მეპატრონეები უცხოეთში მცხოვრები ქართველები არიან, აღნიშნული ქონების გაყიდვის ექსკლუზიური მანდატი კი საბროკერო კომპანია „ერისთავი ესთეითსს“ ეკუთვნის.
ბინების ფართობი 900 მ2-სა და 690 მ2 -ს შეადგენს და ორივე მათგანი ამჟამად ე.წ. “კარკასულ” მდგომარეობაშია, რაც დამკვეთს საშუალებას აძლევს, სივრცე სრულად საკუთარი გემოვნების მიხედვით მოაწყოს.
პენტჰაუზები თბილისის ცენტრალურ უბნებს — რუსთაველის გამზირს, მთაწმინდას, სოლოლაკსა და ვერის ხედებს გადაჰყურებს. ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები პენტჰაუზების მთავარი უპირატესობაა, რაც საცხოვრებლებს უნიკალურ ადგილად აქცევს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავისუფალი ხედვის არეალი, რომელსაც სხვა შენობები თუ ნაგებობები არ ეღობება, სრულად იძლევა სანახაობით ტკბობის შესაძლებლობას.
როგორც ზურაბ ერისთავი, „ერისთავი ესთეითსის“ დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ის პირველივე ნახვისას მოიხიბლა პენტჰაუზებით და ორივე მათგანი განსხვავებულ, წარმოუდგენელი პოტენციალის მქონე საცხოვრებლად მიიჩნია. „მოგეხსენებათ, უძრავ ქონებაში სამი წესი არსებობს: „ადგილი, ადგილი და ადგილი“. ამ ბინების ადგილმდებარეობა, მასშტაბურობა, გაშლა და ხედები თავისუფლად გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ისეთთან გვაქვს საქმე, რასაც ყოველდღიურად ვერ შევხვდებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ „The Penthouses of the City” ვუწოდეთ.“
900 მ2 -ფართობის მქონე ბინას 270 მ2-იანი ტერასა ამშვენებს, რომელიც მე-15 სართულიდან თბილისის ძველ და ისტორიულ ხედებს გადაჰყურებს.
სამ დონეზე გაშლილ ბინაში შესვლისას ყურადღებას უზარმაზარი სასტუმრო ოთახი იქცევს. სართულებს შორის გაერთიანებული სივრცე კი ოთახის ჭერს 7 მეტრამდე ამაღლებს, რაც განსაკუთრებულ ეფექტს აღძრავს. მისაღები ღია სამზარეულოსთან ერთიანდება და ერთობლივად 200 მ2-ს მოიცავს, რაც ბინებში ძალიან იშვიათია და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.
ამავე სართულზეა განთავსებული ორი დიდი საძინებელი ოთახი საკუთარი სველი წერტილითა და საგარდერობო ზონით, რაც საკმაოდ ფუნქციურს და პრაქტიკულს ხდის სივრცეს. ორი საძინებელი ოთახია განლაგებული მეორე სართულზეც, რომლებსაც ასევე სველი წერტილი და საგარდერობო კუთხე აქვს. საძინებლებს განსაკუთრებულ ხიბლს მინის გუმბათები მატებს, რომლებიც ბინის მნიშვნელოვანი დიზაინ ელემენტია.
მესამე სართულზე ასვლისას ტერასაზე გამავალ 110 მ2-ის შიდა თავისუფალ სივრცეში ვხვდებით, რომელიც მრავალი დანიშნულებით შეძლება იყოს გამოყენებული – აქ შესაძლებელია მოეწყოს ცალკე სამზარეულო ტერასისთვის, მოსასვენებელი ლაუნჯი, საუნა ან სველი წერტილი და მაცხოვრებლების ყველა საჭირო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
პენტჰაუზის გამორჩეული ადგილია ტერასა, რომელიც სამი მხრიდან ეკვრის შენობას და მაცხოვრებლებს ქალაქზე 270°-იან ხედს სთავაზობს. კომპლექსის ამ სიმაღლიდან, უნიკალურ ხედს სხვა შენობა არ ეღობება და თავისუფლადაა შესაძლებელი რუსთაველის გამზირის, ქაშვეთის, 9 აპრილის ბაღის და მყინვარწვერის პეიზაჟებით ტკბობა.
მნიშვნელოვანი უპირატესობაა ბინისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილიც. თუ გავითვალისწინებთ, რამხელა პრობლემებთან არის დაკავშირებული პარკირება ქალაქის ამ ნაწილში, პენტჰაუზის მაცხოვრებლებისთვის ეს ფაქტორი ნამდვილად დიდი შვებაა. ბინის მეპატრონეებისთვის 4 ადგილია გათვალისწინებული შენობის მიწის ქვეშ, რაც მობინადრეებისა და მათი სტუმრებისთვის უდიდეს კომფორტს ქმნის.
მეორე ბინა, რომელიც შედარებით პატარაა და 690 მ2-ია მე-13 და მე-14 სართულზებზეა განთავსებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ბინის მეპატრონეებიც ისარგებლებენ საპარკინგე ზონით და მათთვისაც 4 სამანქანე ადგილია გამოყოფილი დახურულ და დაცულ ავტოსადგომზე.
ბინის პირველ სართულზე (მე-13 სართული) დიდი მისაღები ოთახია განთავსებული, რომლის ნაწილი, სურვილისამებრ, შესაძლოა კაბინეტად ან დამატებით საძინებლად გადაკეთდეს. მისაღები ოთახი სამზარეულოს კედლით ემიჯნება, რომლის საერთო ფართობი 50 მ2-ია. სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს საერთო აივანი ამშვენებს, რომელიც სუფთა ჰაერზე დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას იძლევა.
ამავე სართულზეა დაპროექტებული კაბინეტი და პირველი საძინებელი (60 მ2), სადაც საძილე ზონა, ორი საგარდერობო ოთახი და სააბაზანოა განთავსებული.
მეორე სართულზე 4 საძინებელი ოთახია მოწყობილი, რომელთაგან ერთ-ერთი, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მისაღებ ოთახად გადაკეთდეს. აღნიშნული ოთახიდან 83 მ2-იან ტერასაზე გავდივართ, რომელიც უშუალოდ რუსთაველსა და ძველი თბილისის ისტორიულ უბნებს გადაჰყურებს — მამა დავითი, თბილისის ფუნიკულიორი, მთაწმინდა, ვერა, რუსთაველი.
ორივე პენტჰაუზი ყველა იმ უნიკალური შესაძლებლობით ხასიათდება, რაც სრულფასოვანი და კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო — მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ბუნებისა და ქალაქის ულამაზესი პეიზაჟები, ვრცელი, ფუნქციური საცხოვრებელი სივრცე, საპარკინგე ზონა, უსაფრთხოების სრული სტანდარტი და მიმზიდველი გარემო.
ჩვენი რესპონდენტის, ზურაბ ერისთავის აზრით, აღნიშნული ბინები, თავისი უნიკალური მახასიათებლების გამო, ბაზარზე ძალიან იშვიათია და კომპანიის ექსკლუზიურ კოლექციაში ნამდვილად გამორჩეულ ადგილს იკავებს.
მოცემული პენტჰაუზები გასაყიდად არის გამოტანილი და მათი გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას პრემიუმ კლასის უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია “Eristavi Estates” ფლობს. დაინტერესების შემთხვევაში, სრული ინფორმაციის მისაღებად, „ერისთავი ესთეითსის“ გუნდი ყველა საჭირო დეტალს გაგიზიარებთ.
შეგახსენებთ, რომ კომპანიები „ერისთავი ესთეითსი“ და „რენტალსი“ ერთ ჯგუფში შემავალი ორი კომპანიაა უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავების მიმართულებებით.
[R]