Zhongshuge პეკინში, ჩინეთში, მდებარე წიგების მაღაზიაა, რომელიც X+Living დიზაინ სტუდიოს 2020 წლის პროექტია.
ჩინური ბაღების ექსპრესიული ტექნიკის გამოყენებით, დიზაინერი განსხვევბული ზომის მრგვალი ჭრილებით აკავშირებს სხვადასხვა ფუნქციურ სივრცეებს, რაც მომხმარებლისთვის მაღაზიის დათვალიერებას თავგადასავლად აქცევს.
წიგნის თაროები წარმოადგენს, როგორც სივრცეში არსებულ კედლებს, ასევე დიზიანის მთავარ ელემენტებს, რადგან სწორედ მათშია კარიბჭისებრი ფორმები ამოჭრილი. ამის გამო მნახველს ერთი ოთახიდან სხვა სივრცეების დანახვაც შეუძლია, რაც შენობის დათვალერების სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებს.
მაღაზიის კონცეპტუალურ ნაწილში, დიზაინერი სხვადასხვა ამაღლებებსა და კიბეებს გვთავაზობს, რაც ინტერიერს უფრო რიტმულსა და ენერგიულს ხდის. პერსპექტივის გამოყენებითა და წრიული ფორმების ილუზიით შემქნილი სურათი ნახატს ემსგავსება.
წრეები თავიანთი სტრუქტურით წარმოქმნიან გრძელ კორიდორს, მაგრამ ზოგიერთი ჭრილი უბრალოდ ლამაზი ხედის გამოჩენის ფუნქციას ითავსებს. დიზაინერმა ასევე შექმნა მრგვალი მაგიდები და სკამები, რომლითაც ავეჯი და სივრცე ერთმანეთთან დააკავშირა.
კორიდორის გაგრძელებას ბამბუკის ტყისგან ისნპირირებული წიგნის თაროების ოთახი წარმოადგენს. მრვალ ბოძს შორის გამოყოფილია სივრცეები, სადაც ადამაინებს დასხდომა და წიგნის კითხვა შეუძლიათ.
მთლიანი სივრცის საბოლოო პუნქტია ოთახი, რომელიც ჩინური ელემენტებისა და ზრაპრული სიუჟეტების ნაზავს წარმოადგენს.
წყარო: Archdaily.com