in

ოსკარ ნიმეიერი — პრიცკერის პრემიის მფლობელი ბრაზილიელი არქიტექტორი

ოსკარ ნიმეიერი იყო ბრაზილიელი არქიტექტორი, რომელიც 1907 წლის 15 დეკემბერს მდიდარ ოჯახში დაიბადა. ბავშვობის გატაცებამ — ხატვამ მას არქიტექტურისკენ უბიძგა, შედეგად იგი ჩაირიცხა Escola Nacional de Belas Artes-ში (სახვითი ხელოვნების სკოლა), რომელიც 1934 წელს დაამთავრა.

1941 წლამდე იგი სხვადასხვა არქიტექტურულ ფირმებთან იყო დაკავშირებული, საბოლოოდ კი თავისი ინდივიდუალური კომპანია დააფუძნა, ქალაქ ბელო ჰორიზონტეში მუშაობდა შენობების სერიაზე, რომელიც ცნობილია როგორც Pampulha Architectural Complex. სწორედ აქედან გამოიკვეთა მისი დიზაინის მნიშვნელოვანი თვისებები — მასიური ბეტონი და მოხრილი ფორმებით გატაცება.

ოსკარი დიდ ყურადღებას ამახვილებდა ბრაზილიის არქიტექტურის გაუმჯობესებაზე, ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი მოიცავს შენობებს, რომლებიც მის მშობლიურ მიწაზეა აშენებული. ის უფრო მეტად იყო ორიენტირებული ახალი სტრუქტურული ასპექტების დანერგვაზე, რათა მისი მშობლიური არქიტექტურული პრობლემებისთვის გადაწყვეტები მოეძებნა. 1947-53 წლებში მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ლე კორბუზიესთან ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინის დიზაინის შესაქმნელად თანამშრომლობით. ამ წარმატების შედეგად ოსკარი ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის დეკანად დაინიშნა, მაგრამ მან ეს თანამდებობა ვერ დაიკავა, რადგან, გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო, აშშ-ის მოქალაქეობაზე უარი უთხრეს. თუმცა იგი 1968 წელს რიო-დე-ჟანეიროს უნივერსიტეტის არქიტექტურის პროფესორი გახდა.

ოსკარმა მოიგო მრავალი ჯილდო, მათ შორის დარგის უმაღლესი პრიზი — პრიცკერის არქიტექტურის პრემია 1988 წელს. ნიმეიერმა ნაწილობრივ დატოვა პრაქტიკა 1980-იანი წლების შუა პერიოდში, 103 წლის ასაკში, თუმცა იგი ყოველდღიურად სტუმრობდა თავის ოფისს, რათა დამუშავების პროცესში არსებული პროექტებისთვის თვალყური ედევნებინა. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ოსკარი ცდილობდა ესთეტიკის დელიკატურობის ჩანერგვას არქიტექტურულ ფორმებში და ამ კონფიგურაციების მგრძნობიარე მანიპულაციებით დარგში წვლილის შეტანას განაგრძობდა.

ოსკარ ნიმეიერი 2012 წლის 5 დეკემბერს, 104 წლის ასაკში, რიო დე ჟანეიროში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართა ბრაზილიაში, იმავე საპრეზიდენტო სასახლეში, რომელიც არქიტექტორმა სიკვდილამდე თითქმის ორმოცდაათი წლით ადრე დააპროექტა.

საგარდერობო ოთახის ორგანიზება — ხრიკები, რომლებიც უნდა იცოდეთ

მეპატრონეების გემოვნებით შექმნილი კერძო სახლი საბურთალოზე