in

როდესაც ფორმა ერწყმის სილამაზეს – ოსკარ ნიმეიერის ლეგენდარული არქიტექტურა

ოსკარ ნიმეიერი ცნობილი არქიტექტორი და მოდერნისტული არქიტექტურის წარმომადგენელია. ოსკარი1907 წლის 15 დეკემბერს, ბრაზილიაში, კერძოდ კი რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა და როგორც თავად ამბობდა, ცხოვრება არქიტექტურას მიუძღვნა.

ნიმეიერის ინოვაციური სტილი „ლირიკული ქანდაკების“ სახელითაა ცნობილი და თავისუფალი არქიტექტურის პრინციპებს გამოხატავს. 1938-39 წლებში მან ლუციო კოსტასთან ერთად ბრაზილიური პავილიონი დააპროექტა და ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენაში გაიმარჯვა, საიდანაც მისი საერთაშორისო წარმატებისა და მსოფლიო აღიარების ისტორია დაიწყო.

ოსკარი მოდერნიზმით შთაგონებულ პროექტებს ქმნიდა და აქცენტს შენობების ფუნქციურობაზე აკეთებდა. მას უნდოდა ისეთი ნაგებობების შექმნა,  რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურობაში გამოიყენებდნენ და სივრცეს მხოლოდ გარეგნული სილამაზის ხარჯზე არ დაიკავებდნენ.

„როდესაც ფორმა ერწყმის სილამაზეს, ის ფუნქციურ ნაგებობად იქცევა და ეს არის ფუნდამენტალური პრინციპი არქიტექტურაში“, – ამბობდა ნიმეიერი.

ნიმეიერს ბევრი ინსპირაციის წყარო ჰქონდა, თუმცა ის განსაკუთრებულად ეტრფოდა ფრანგულ არქიტექტურას, განსაკუთრებით – Le corbuiser-ს. ფრანგული სტილი და შენობების მრავალფეროვნება დიდი არქიტექტორისთვის ბევრი პროექტის შთაგონების წყარო იყო.

მართალია, ნიმეიერი მის მიერ ბრაზილიაში დაპროექტებული შენობებითაა ცნობილი, მაგრამ ის ამერიკაშიც აქტიურად მოღვაწეობდა და ამერიკის, ევროპისა და აფრიკის მასშტაბით თითქმის 600 ცნობილი პროექტი აქვს შექმნილი.

„ჩემთვის არქიტექტურა არის აღმოჩენა, მე ყოველთვის ვეძებ ლამაზ, განსხვავებულ და შთამბეჭდავ დეტალებს“, – ამბობდა ნიმეიერი.

პოლიტიკური შეხედულებების გამო, ოსკარ ნიმეიერი კუბაზე და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დიდხანს ცხოვრობდა, თუმცა, ბრაზილიისადმი მისი ერთგული სიყვარულის შედეგად, სიცოცხლე 2012 წლის 5 დეკემბერს, რიო-დე-ჟანეიროში დაასრულა.

ოსკარის გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრები წარსულს არ ჩაბარებია და ისინი დღემდე ფუნქციონირებენ. შენობებს ყოველდღიურად უამრავი მნახველი ჰყავს, თავად ნიმეიერს კი არაერთი თანამედროვე არქიტექტორი ეტრფის.

მნიშვნელოვანი პროექტები

International Cultural Centre, ავილესი, ესპანეთი (2011)

Church of Saint Francis of Assisi, ბელო-ჰორიზონტე (ბრაზილია) (1943)

The Itamaraty Palace, ბრაზილია (1970)

Headquarters of the United Nations, ნიუ-იორკი, აშშ (1951)

Palácio da Alvorada, ბრაზილია (1957)

Natal City Park, ნატალი, რიუ-გრანდი-დუ-ნორტი (2006)

რაში სჭირდება გაგრილების სისტემა ჩაშენებულ მაცივარს და როგორია მისი სპეციფიკა?

როგორ მოვამზადოთ ცენტრალური გათბობის სისტემა ზამთრისთვის?