ლიტერატურული ისტორიის ნაწილი, რომელიც ლონდონის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს და სადაც ოსკარ უაილდი ცხოვრობდა დღეს იყიდება. ორ საძინებლიანი ბინა, სადაც მწერალმა მისი ცნობილი ნაწარმოები დორიან გრეის პორტრეტი დაწერა 1.6 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.
ოსკარ უაილდმა ამ სახლში, თაითის ქუჩაზე, 10 წელი გაატარა თავის ცოლთან კონსტანს ლოიდთან ერთად. ისინი სახლში 1885 წელს გადმოვიდნენ, როდესაც ეს შენობა ჯერ კიდევ ახალი აშენებული იყო. იმის გარდა რომ სახლში ცნობილი მწერალი ცხოვრობდა, ამ ბინას ბევრი მათი ცნობილი მეგობარიც სტუმრობდა დაწყებული სარა ბერნარდით დამთავრებული ჰენრი ირვინგით, რაც კიდევ უფრო მეტ ისტორიულ ღირებულებას სძენს ბინას.
რამენიმე წლის წინ სახლში ბინების გეგმარება გადაეწყო და ის ინტერიერიც, სადაც ცნობილი წყვილი ცხოვრობდა უკვე ფაქტობრივად აღარ არსებობს. სახლზე შემორჩენილია აბრა, რომელიც სახლის ცნობილ მაცხოვრებლებზე მიგვანიშნებს.
ბინაში სასადილო ოთახს შუშის ერთგვარი მოშენება აქვს, რომელიც ტერასაზე იჭრება. ორი საძინებელი კი ბინის მეორე სართულზე მდებარეობს. მისი ყიდვის დეტალები განთავსებულია საიტზე – Hamptons international
წყარო: TheSpaces