in

სარკეების განლაგება ფენ-შუის წესების მიხედვით: 7 საინტერესო რჩევა

იმის მიუხედავად, ხართ თუ არა ფენ-შუის მიმდევარი, თანამედროვე დიზაინერების დიდი ნაწილი სახლის დაპროექტებისას სწორედ მისი წესებით ხელმძღვანელობს. ფენ-შუის კულტურა ჩინეთიდან მოდის, თუმცა ის მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ფენ-შუი ბევრ რაიმეს გვასწავლის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვათავსოთ სახლში სარკეები.

არ ჩამოკიდოთ სარკე კარის პირისპირ 

ფენ-შუის ექსპერტები გვასწავლიან, რომ სარკე ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია, რომელიც არა კარის პირისპირ, არამედ მის პერპენდიკულარულად უნდა იყოს განთავსებული, რადგან ამ გზით ის თქვენთვის ახალ შესაძლებლობებს იზიდავს.

დაკიდეთ სარკე სასადილოში

ექსპერტებს სჯერათ, რომ სასადილო ოთახი სარკის ჩამოსაკიდად საუკეთესო ადგილია, რადგან აქ ის სიმდიდრესა და ძალაუფლებას იზიდავს.

მოერიდეთ სარკეებს სამზარეულოში

სარკე სამზარეულოში განსაკუთრებით “აკრძალულია” მაშინ, როდესაც ის ღუმელის პირისპირ არის ჩამოკიდებული. ფენ-შუის მიმდევრებს სჯერათ, რომ ამ გზით ის ბოროტ ძალებსა და ნეგატივს იზიდავს.

დაკიდეთ სარკე ლამაზი ორნამენტების პირისპირ

ამ გზით სარკე დაინახავს და აირეკლავს იმ სილამაზეს, რომელსაც თქვენ მის პირისპირ მოაწყობთ.

განათავსეთ სარკეები სახლში შესასვლელ სივრცეში

ამ ფორმით ისინი დადებით ენერგიას იზიდავენ, მაგრამ არ უნდა გამოგრჩეთ, რომ სარკე არა ოთახის ბოლოში, არამედ მხოლოდ მის დასაწყისში უნდა იყოს განთავსებული.

არ განათავსოთ სარკე სამუშაო მაგიდის პირისპირ

ამ შემთხვევაში სარკე აირეკლავს თქვენს ენერგიას და დაიწყებს თქვენივე წინააღმდეგ მუშაობას.

მოერიდეთ სარკის საწოლის, დივნისა და სკამების თავზე ჩამოკიდებას

ფენ-შუის ექსპერტებო აცხადებენ, რომ რთულია თავი უსაფრთხოდ იგრძნო მაშინ, როდესაც იცი, რომ შენს თავთან რაიმე მსხვრევადი კიდია.

7 გზა ეკოლოგიურად სუფთა სახლის მოსაწყობად

ბინა კლასიკური დიზაინით შატბერაშვილის ქუჩაზე — თამარა წითლიძის ნამუშევარი