ლოს-ანჯელესის ეს სახლი, რომელიც დიზაინერული კომპანია OWIU-ს დამფუძნებლებმა გადააკეთეს, შუა საუკუნეების და ტრადიციული იაპონური სტილის ნაზავს წარმოადგენს.
სახლი 1962 წელს აშენდა ცნობილი არქიტექტორის, კარლ მასტონის მიერ. შემდგომში ის შვეიცარიელმა არქიტექტორმა, პიერ დე მეურონმა შეიძინა და მის სახეცვლილებაზე იმუშავა. იგი მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ მხარეს, სილვერლეიკის წყალსაცავთან ახლოს.
ჯოელ ვონგმა და ამანდა გუნავანმა, OWIU-ს პარტნიორებმა, სახლი დე მეურონის შვილისგან იყიდეს. რემონტიც საკუთარი პრეფერენციების მიხედვით დაიწყეს.
ვონგისთვის და გუნავანისთვის ეს იყო შანსი, არ დაერღვიათ სახლის ტრადიცია და გაეგრძელებინათ მემკვიდრეობის ხაზი.
წყვილმა შეინარჩუნა სტრუქტურული მახასიათებლები, მაგალითად, როგორიცაა აგურის იატაკი ქვედა დონეზე. ფუნდამენტური განლაგებაც ძირითადად უცვლელად დატოვეს.
მათ გამოიყენეს იაპონური დიზაინის ელემენტები – ძირითადად რიოკანების (ტრადიციული იაპონური მცირე ზომის სასტუმრო) სტილი მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად.
”სახლმა არ უნდა გააღვიძოს თქვენი ენერგია”, – თქვა გუნავანმა. „ის უნდა იყოს რეფლექსიის ადგილი. თქვენ იქ წონასწორობის აღსადგენად ბრუნდებით“.
შოჯის მოძრავი კედლები სივრცეების გასაყოფად და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად ორივე დონეზე დამონტაჟდა.
საცხოვრებელ ფართს, რომელიც ბუნებრივი განათებითაა გაჟღენთილი, აქვს გასაოცარი ორმაგი სიმაღლის ჭერი. აქ შეხვდებით თანამედროვე და შუა საუკუნეების დიზაინით შექმნილ ავეჯს, მათ შორის Le Corbusier LC4 სკამებს.
სასადილო ფართის ზემოთ არსებული ანტრესოლი ხელს უწყობს მყუდრო ატმოსფეროს შექმნას, სადაც Akari-ის ნათურებიდან წამოსული თბილი ნათება ხის მაგიდაზე იღვრება.
OWIU-მ კიბის ძირში დაამონტაჟა სპეციალურად დამუშავებული, ღუმელში გამომშრალი დუგლასის ფიჭვის პლატფორმა, „რომ სტუმრებს უფრო მეტი ინტიმურობის შეგრძნება გაუჩნდეთ.“.
ზედა სართული ისეთივე ნათელი და ფართოა, როგორიც ქვედა. აქ თეთრი კედლები, ხის ავეჯი და იატაკი დომინირებს. ამ ყველაფერს თან ერთვის ღია და თბილი ფერის ქსოვილები, რაც დამამშვიდებელ ატმოსფეროს ქმნის.
„მე ყოველთვის მიკვირდა, რატომ გვიწევს ქალაქის დატოვება ან დიდი მანძილების გავლა, ბუნებასთან კავშირის შესაგრძნობად,“ — აღნიშნავს გუნავანი. „მიხარია, რომ მაქვს ისეთი სახლი, რომელიც ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმშვიდისა და რელაქსაციის საშუალებას მაძლევს.“
მან და ვონგმა შექმნეს სახლის შემინული გაგრძელება, სადაც განთავსებულია გამაჯანსაღებელი სივრცე – საუნა და ცივი წყლის აბაზანა, რომელიც სხეულის მოვლისთვის და მედიტაციისთვისაა განკუთვნილი.
OWIU-ს სხვა დროსაც გამოუყენებია ტრადიციული იაპონური სასტუმროების სტილი ლოს ანჯელესის სახლების ინტერიერებში. მათ მსგავსი მეთოდით იმუშავეს შუა საუკუნეების სტილის სახლის და ფუნთუშების ძველი ქარხნის განახლებისას. ორივე შემთხვევაში მათ სივრცეებს დაამატეს იაპონური დიზაინისთვის დამახასიათებელი დეტალები.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2