in

“მყარი სტრუქტურა სულის გარეშე” – Alexander & CO.-ს პროექტი

Banner M2
Banner M2

სიდნეიში დაფუძნებულმა დიზაინის სტუდიამ – Alexander &CO.-მ წარმოაჩინა ბეტონის სახლის „უხილავი ქარიზმა“, რათა გადმოეცა ახალი “ისტორია”, რომელიც აქ მცხოვრებ ოჯახს შესანიშნავად ასახავს.

„მყარი სტრუქტურა, მაგრამ სულის გარეშე“ ასე აღწერს Alexander & CO.-ს დირექტორი – ჯერემი ბული სიდნეის აღმოსავლეთით კლდეზე მდებარე ამ 90-იანი წლების სახლს. იქიდან გამომდინარე, რომ თავდაპირველად სახლი „ბევრს არაფერს ამბობდა”, ჯერემიმ და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს შეექმნათ ამბავი, რომელიც პირადი და უნიკალური იქნებოდა.

Alexander &CO.-ს გუნდმა შემოგვთავაზა მატერიალურად მდიდარი ევოლუცია უკვე არსებული ფორმისა და მისი შემოგარენისთვის, რომელიც სახლის მფლობელის ევროპული „წარმოშობის ამბავს“, დრამატულ სანაპირო გარემოსა და ოჯახურ ცხოვრებას ეყრდნობა. ჯერემი სიხარულით აღიარებს, რომ ამ ყველაფრის შერწყმით „შენობა კვლავ სუნთქავს და საკმაოდ ცოცხალია“.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Alexander & CO. სახლის მეპატრონეებთან ასე აქტიურად მუშაობდა. რამდენიმე კომერციულ პროექტზე თანამშრომლობისას, კომპანია სწორედ ამ მიდგომით ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ შენობა სტრუქტურულად კარგია, სივრცეს ლოგიკური განლაგება არ ჰქონდა, სახლი არ წარმოაჩენდა თავის მდებარეობას, მის ბაღთან და ოკეანის ხედთან კავშირს თითქმის ვერ ამყარებდა. Alexander & CO.-ს მიზანი იყო ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალგაზრდა ოჯახის ამჟამინდელ ცხოვრებას წარმოაჩენდა და, იმავდროულად, სახლი მათთან ერთად კომფორტულად გაიზრდებოდა.

მეპატრონეების ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უპირატესობა ენიჭება სახლის ქვედა დონეს, რომელიც საუნასა და სპორტულ დარბაზს მოიცავს. აქვე არის ავტოფარეხიც. ზემოთ კი განლაგებულია, საოჯახო სამზარეულო, საუზმის კუთხე, გასართობი, მისაღები, სასადილო ოთახები და სტუმრების საძინებელი, რომელიც აუზსა და ბაღზე გადის.

სახლიდან ხმელთაშუა ზღვის თვალწარმტაცი ხედები იშლება. „შენობის გარე ნაწილი მოიცავს ტერასებს, ბაღებს, აივნებს და გამწვანებულ კიდეებს. ჩაფიქრებულია, რომ სახლი ბაღებში იყოს ჩაკარგული“ – ამბობს ჯერემი.

Pacific House-ის სამზარეულოს ქვის იატაკი თითქოს არის სრულიად განსხვავებული სამყარო სიდნეის აღმოსავლეთ სანაპიროსგან მოშორებით. მარმარილოს იატაკი, რომელიც დამკვეთის ევროპულ წარმოშობას ეხმიანება, აქ მცხოვრები ადამიანების პიროვნებებს შესანიშნავად ასახავს.

დეტალები Alexander & CO.-ს მიერ შექმნილი ამბის ფუნდამენტური ნაწილია. როგორც კომპანიის პორტფელის სხვა პროექტების შემთხვევაში, Pacific House-ის მასალების პალიტრა დამკვეთის პიროვნებიდან, კონტექსტიდან და მდებარეობის უნიკალური შეზღუდვებიდან გამომდინარეობს. შერჩეულ მასალებს შორის თანმიმდევრული დიალოგი მთელი სივრცის მასშტაბით იგრძნობა.

ავსტრალიური დიზაინის ხაზგასმა მოიცავს განათებებს, რომლებიც Henry Wilson-ის, Douglas & Bec-ის და Marz Designs-ის მიერ არის შექმნილი, დანიელ ბოდამისა და Zuster-ის ავეჯს და Dinosaur Designs-ის აქსესუარებს. ეს ნამუშევრები განლაგებულია ევროპული მოდელების გვერდით, როგორიცაა Mario Bellini’s დივანი Camaleonda და Arflex Botolo-ს სასადილო სკამები.

საბოლოო ჯამში, Alexander & CO.-მ შექმნა სახლი, რომელიც მფლობელების შესახებ თვალსაჩინოდ საუბრობს. “Pacific House არის ექსპრესიული, ცოცხალი და სპეციფიკური”, – ამბობს ჯერემი. ”სივრცე ამჟამინდელი მაცხოვრებლების მდიდარი ისტორიებით არის დატვირთული.“

ელიტ ელექტრონიქსმა ახალი კონცეფციის მაღაზია გახსნა

იტალიური დიზაინის გმირი – ალესანდრო მენდინი