in

Paimio-ს სავარძელი – ალვარო აალტოს მიერ შექმნილი კლასიკა

Paimio-ს სავარძელი სკანდინავიური დიზაინის კლასიკაა, რომელიც ფინელ არქიტექტორს, ალვარო აალტოს ეკუთვნის. ალვარომ ფუნქციური იდეები სკანდინავიურ, ხელნაკეთ ტრადიციებთან გააერთიანა და მას ბუნების ელფერები დაუმატა.

სკამი სამხრეთ-დასავლეთ ფინეთში მდებარე პაიმიოს სანატორიუმის სახელს ატარებს. 1929 წელს ალვარ აალტომ გაიმარჯვა არქიტექტურულ კონკურსში, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო სანატორიუმის ასაშენებლად მოეწყო. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც სრულად იყო აღჭურვილი მისი ავეჯით, მათ შორის Paimio-ს სავარძლით.

აალტო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოხრილი ფანერას დახმარებით მუშაობის ტექნოლოგია შეიმუშავა. ფინეთის ტყეები მდიდარია ფიჭვითა და არყის ხეებით, სწორედ ამიტომ არქიტექტორმა მასალის სახით სწორედ ეს ორი ხე გამოიყენა.

ალვარო ჯერ მასალას კარგად ამუშავებდა, შემდეგ კი თორმეტი თვის განმავლობაში ჩრდილში აშრობდა, რაც ხის საბოლოო ფერს განსაზღვრავდა. თითოეული სკამი ერთმანეთისგან ფერით განსხვავდებოდა, რაც დიზაინს კიდევ უფრო დახვეწილსა და საინტერესოს ხდიდა. ხის სტრუქტურაში მცირედი ცვლილებები ბუნებრივად და ლამაზად ითვლებოდა.

ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხოებაზე და გამძლეობაზე ორიენტირებული Paimio-ს სავარძლები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. აალტომ სკამი ეს კონკრეტული ფორმა შეიმუშავა იმისთვის, რომ ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანებისთვის სუნთქვის პროცესი გაემარტივებინა.

სანატორიუმში Paimio-ს პირველი სავარძლები შემონახული არ არის, რადგან 1970 წელს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ისინი მოძველებული იყო და აუქციონზე გაყიდა. სავარძელი პირველად ჰელსინკიში გამართულ გამოფენაზე მოხვდა, რამაც მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა და 1935 წელს ალვარომ მეუღლესთან ერთად Artek-ის სახლი დააარსა, რომელიც დღემდე არსებობს და ავეჯი იწარმოება აალტოს ორიგინალური ხედვის მიხედვით.

Artek-ის მიერ წარმოებული Paimio-ს სკამის ღირებულება დაახლოებით 3498 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

როგორ უნდა მოვუაროთ კაქტუსს თუ მისი აყვავება გვსურს?

მინიმალისტური ბინა ფერადი ელემენტებით ფოთის ქუჩაზე — ნინიკო შენგელიას ინტერიერი