„პალაცანი” (Palazzani) — იტალიური, მრავალწლიანი გამოცდილების ბრენდია, რომელიც უმაღლესი ხარისხის სანტექნიკას აწარმოებს და აბაზანის აქსესუარებით არის ცნობილი. მისი ისტორია 1905 წლიდან იწყება, მოგვიანებით, 1960 წლიდან კი ბრენდმა წარმოება გააფართოვა და შემრევებისა და საშხაპე სისტემების მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზა მომხმარებელს. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოება სრულად იტალიურია და ქარხანა კასალმორანოში მდებარეობს.
„პალაცანი” უმაღლესი ხარისხის ნაწარმით, სანტექნიკისა და აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანით და მომხმარებელზე მორგებული ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა. მისი ნაწარმი საერთაშორისოდ არის აღიარებული, რადგან მაღალი სანდოობითა და მედეგობით გამოირჩევა, რის გამოც ერთ-ერთ მოთხოვნად ბრენდად ითვლება.
კომპანია საქართველოში 2016 წლიდან გამოჩნდა და ამ დროის მანძილზე იტალიური პროდუქციით ქართულ ბაზარზე 20-მდე სასტუმროსა და უამრავი კერძო სახლის პროექტი განხორციელდა. „პალაცანი” მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მომხმარებელს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ამ მხრივ არც ქართული შოურუმია გამონაკლისი, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე 70ბ ნომერში მდებარეობს და სექტემბრიდან განახლებული კოლექციით ელის მომხმარებლებს. შოურუმი საინტერესოა იმითაც, რომ მისი ძირითადი მიმართულება პროექტებზე მუშაობაა. ეს სივრცე დამკვეთებთან ინდივიდუალური შეხვედრებისთვის არის განკუთვნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტანდარტული შოურუმივით 9-დან — 7 საათამდე არ მუშაობს, რადგან წინასწარ ხდება პროექტის მენეჯერებთან თუ დიზაინერებთან შეთანხმება და დამკვეთთან ერთობლივი თანამშრომლობით მასზე მორგებული სერვისის შეთავაზება.
რაში მდგომარეობს „პალაცანის” მთავარი უპურატესობები?
მაღალი ხარისხი — როგორც უკვე აღვნიშნეთ, „პალაცანის” პროდუქცია 100%-ით იტალიაში იწარმოება, რის გამოც დამუშავების უმაღლესი ტექნოლოგიით, დეტალებისადმი დიდი ყურადღებით და ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით ხასიათდება. თითოეული პროდუქტი კი ქარხნიდან გამოსვლამდე დეტალურ შემოწმებას გადის. კომპანია იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ტრადიციულ იტალიურ მიდგომებს, რათა უზრუნველყოს პრაქტიკული, გამძლე, ფუნქციონალური და ესთეტიკურად დახვეწილი სანტექნიკა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ მოდელზე ვრცელდება 5-წლიანი ქარხნული გარანტია, რის გამოც მაღალ სანდოობას იმსახურებს.
ინოვაციურობა და უახლესი ტექნოლოგიები — იტალიური ბრენდისთვის მნიშვნელოვანია სიახლეების დანერგვა, ზრდა და მუდმივი განვითარება, ამიტომ კომპანია დიდ რესურსს დებს უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიების შემუშავებასა და ახალი პროდუქციის შექმნაში. სწორედ მუდმივი ინვესტირების შედეგია, რომ წარმოების 80% სრულად ავტომატიზებულია. ასევე, ხაზგასასმელია ისიც, რომ 2023 წელს „პალაცანის” ქარხანაში გაიხსნა ახალი საწარმოო ხაზი, რომელიც ინოვაციურ მიდგომებს ეფუძნება. მაგალითად, PVD ტექნოლოგიის დახმარებით, სპეციალურ დანადგარში, სხვადასხვა მეტალისა და აირების განსხვავებულ ტემპერატურაზე ურთიერთქმედების შედეგად, მეტალს შესაბამისი ფერის შრე ედება. ეს ტექნოლოგია ღებვას არ გულისხმობს, შესაბამისად, გაცილებით გამძლეა საბოლოო პროდუქტი.
მრავალფეროვანი არჩევანი და ფართო ასორტიმენტი — „პალაცანი” მომხმარებელს სანტექნიკის მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს, რომელიც, გარდა ხარისხისა და ინოვაციურობისა, განსხვავებული დიზაინით, ფერითა და ფორმებით ხასიათდება. მასალისა და სტილისტიკის მრავალგვარობის წყალობით, სანტექნიკის მორგება შესაძლებელია სხვადასხვა დიზაინის ინტერიერებზე, სადაც თითოეული მოდელი, გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, დეკორატიულ როლსაც შეასრულებს. მაგალითად, „პალაცანის” განახლებულ კოლექციაში ქრომირებული, შავი და თეთრი ფერის შემრევების გარდა, შეხვდებით 11 PVD ტექნოლოგიით შესრულებული ფერის ოფციას. აღსანიშნავია, რომ 11-ვე ნიმუში PVD ფერის ოფციით სექტემბრიდან თბილისის შოურუმში იქნება წარმოდგენილი და მომხმარებელს სასურველი ვარიანტის შერჩევა შეეძლება.
მომხმარებელზე მორგებული მომსახურება — იტალიური კომპანია მომსახურების მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ თითოეულ პროდუქტზე 5-წლიანი ქარხნული გარანტია მოქმედებს და კომპანია ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, ამავდროულად, „პალაცანი” უმაღლესი ხარისხის იტალიურ პროდუქციას მომხმარებელს კონკურენტულ ფასად სთავაზობს და სწორი საფასო პოლიტიკითა და ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირებით, მაღალი დონის სერვისს და ხელმისაწვდომ გადახდის პირობებს უქმნის დამკვეთებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიური სანტექნიკის ბრენდის, „პალაცანის” პროდუქციის შეძენა თბილისში ბელიაშვილის N70ბ-შია შესაძლებელი. სექტემბრიდან შოურუმი განახლებული კოლექციით ელის მომხმარებელს. კომპანიის შესახებ სიახლეებს კი მათ Facebook-ის გვერდზე გაეცნობით.
[R]