in

პამელა ანდერსონის მალიბუს სახლი, რომელიც $15 მილიონად იყიდება

Banner M2
Banner M2

პამელა ანდერსონი ყველაზე კარგად მაყურებელმა 90-იანების ლეგენდარული სერიალიდან, „Baywatch”-იდან გაიცნო. ანდერსონი იმდენად კარგად ერგება გარუჯული, ქერა მაშველის როლს, რომ ხშირად ის კალიფორნიელი ჰგონიათ, თუმცა რეალურად მსახიობი წარმოშობით კანადიდანაა. მშობლიურ ქვეყანაში გადაცხოვრების მიზნით ანდერსონმა თავისი მალიბუს სახლი გასაყიდად გამოიტანა.

a kitchen and living room

სახლი 510 კვადრატულ მეტრს მოიცავს – მასში განთავსებულია ოთხი საძინებელი ოთახი და ოთხნახევარი სააბაზანო. ნაკვეთზე ასევე გვხვდება ცალკე შენობაში განთავსებული ლოფტის სტილის ბინები სტუმრების მისაღებად და დასაძინებლად. სტუმრების მისაღები მომცრო სახლი მთავარი სახლისგან აუზითაა გამოყოფილი, ბარითა და გასარუჯი სივრცით.

შენობის ლანდშაფტის არქიტექტურა ცალკე აღნიშვნის ღირსია. ექსტერიერში გვხვდება ავოკადოს, ზეთისხილის, ფორთოხლის ხეები, გარეთა სასადილო სივრცე, ჯაკუზი, ფოლადის კერა, პირადი პლაჟი.

a firepit

მთავარი სახლის პირველ სართულზე გაერთიანებულია სასადილო, სამზარეულო, სასტუმრო ოთახები. აქ გვხვდება მინის გასაცურებელი კარები, რომლებსაც ტერასაზე გავყავართ. მეორე სართულის უდიდესი ნაწილი მთავარ საძინებელ ოთახს ეთმობა, რომელიც ღია დაგეგმარებითაა გადაწყვეტილი. აქედან შეგვიძლია სახურავზე განთავსებულ აივანზე გასვლა.

a bedroom with a bathtub in it

53 წლის მსახიობმა ეს სახლი 2000 წელს 1,8 მილიონ დოლარად შეიძინა და 20 წლის განმავლობაში ზრუნავდა მის განვითარებასა და ძვირადღირებული ავეჯითა და აქსესუარებით აღჭურვაზე. ამ საოცარი სახლის გაყიდვის შემდეგ ანდერსონი ვანკუვერში თავისი კუნძულოვანი ფერმის განახლებას და კანადაში გადაცხოვრებას გეგმავს.

ფოტოგრაფი: Joel Danto

სასტუმროს ნომრის მსგავსი ინტერიერის დიზაინი ბინაში – MWAI-ს პროექტი

თანამედროვე დიზაინის “Wi-fi” როუტერები, რომლებიც ინტერიერს არ დაგიმახინჯებენ