in

Pantone-ის გენიალური გამოგონება რეალური სამყაროდან ფერების ციფრულ სამყაროში გადასატანად

“Pantone” ფერების უნივერსალურ ენას წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვნად უმარტივებს დიზაინერებსა და მწარმოებლებს ფერებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას. მსოფლიოს 10 მილიონზე მეტი დიზაინერი სწორედ “პანტონის” პროდუქტებსა და მომსახურებებზე დაყრდნობით ახერხებს სასურველი ფერების განსაზღვრასა და გადმოცემას.

“პანტონის” პროდუქტებისა და მომსახურების ნუსხა საკმაოდ შთამბეჭდავია; ბოლო სიახლეს კი მათი ფერების სკანერი წარმოადგენს, რომელიც “Pantone Connect” აპლიკაციის ახალი ფუნქციაა. აპლიკაცია საშუალებას იძლევა რეალურ დროში, მობილური ტელეფონის კამერის გამოყენებით განსაზღვროთ სასურველი ფერი. აპლიკაციის გადმოწერის გარდა, დაგჭირდებათ სპეციალური ბარათი – “Pantone Color Match Card”, რომლის ღირებულებაც $14.99-ია. ბარათს მოყვება შალითა, არის სტანდარტული საკრედიტო ბარათის ზომის, რაც მის თან ტარებას მოსახერხებელს ხდის.

იმისათვის, რომ რაიმე ფერის პანტონის კოდი მოიძიოთ, ბარათს უნდა მოათავსოთ ამ ნივთის ზედაპირზე, ჩართოთ “Pantone Connect” აპლიკაცია და გაააქტიუროთ “Measure” ფუნქცია. ბარათზე დატანილი ფერების პალიტრა აპლიკაციას სინათლის (თბილი, ცივი, ნეიტრალური) განსაზღვრაში ეხმარება, რაც რეალური ფერის გასაოცარი სიზუსტით აღქმას განაპირობებს. 

აპლიკაცია თავსებადია როგორც Android, ასევე iOS სისტემაზე.
ბარათის შეძენას კი პანტონის ოფიციალურ ვებ გვერდზე შეძლებთ – www.pantone.com

ფოტო: Pantone

მე-20 საუკუნის 10 უკვდავი ინტერიერი

10 იდეა ეზოს მოწყობაზე