in

ნიუ-იორკის მდიდრული ბინები პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს ინტერიერით

Banner M2
Banner M2

პარიზის ბინის სასტუმრო ოთახი

ჭეშმარიტად დიდებულ ინტერიერის დიზაინს შესწევს უნარი, რომ მნახველსა და შემფასებელს ერთდროულად უამრავი ასოციაცია აღუძრას და ის დროში ამოგზაუროს. წარმოიდგინეთ კოკო შანელის არტ დეკოს პერიოდის ბინა 1920-იან წლებში,  ვივიენ ვესტვუდის 1970-იანების სახლი ლონდონში, რომელიც მაშინვე მიგახვედრებდათ, რომ ინგლისში პანკ როკი აღზევების პარალელურად მოაწყეს და რეი კავაკუბოს 1985 წლის ტოკიოს ბინა – თითოეულმა მათგანმა,განუმეორებელი ინტერიერის დიზაინის წყალობით, საუცხოოდ მოახერხა  ეპოქის სულისკვეთების, ტრენდებისა და იდეების აღბეჭდვა.

დიზაინის კონსულტანტი, ჯინ ლინი, შეეცადა ამ სამივე ლეგენდარული ადამიანის ბინის სტილისა და სულისკვეთების  ერთ სივრცეში გაერთიანებას, ნიუ იორკში, მანჰეტენში მდებარე მდიდრულ მრავალბინიან შენობაში. ბლიკერის ქუჩის 40 ნომერში მდებარე ეს მდიდრული შენობა „Rawling Architects”-ის აგებულია, მის ექსტერიერის დიზაინი კი ედმუნდ ჰოლანდერს ეკუთვნის.

ლონდონის ბინის სამზარეულო

პარიზის ბინის მისაღები ოთახი

პარიზის ბინის საძინებელი ოთახი

 

არტ დეკო, პანკ როკის პერიოდი და 80-იანები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ეპოქებია ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის მხრივ. ამ ტრიოს გასაერთიანებლად ჯინ ლინმა აპარტამენტები საკუთარი მანჰეტენზე მდებარე გალერეის, Colony-ს ავეჯითა და დეკორაციებით გააწყო. 1980-იანების ტოკიოს ატმოსფეროს შემოსატანად მან არჩევანი Phaedo-ს მაგიდასა და პაოლო ფერარის სტუდიის სკამებზე შეაჩერა. 1970-იანების ლონდონს, მისი აზრით, ყველაზე უკეთ დემურო დასის ფირმის სკამო, მაგიდა და პატარა კომოდი გამოხატავდა, ხოლო რაც შეეხება მომაჯადოებელ და ზღაპრულ 1920-იანი წლების პარიზს – Erickson Aesthetics-ის მაგიდა დიზაინერის აზრით ეპოქის მომნუსხველ ეფექტს სრულად იმეორებდა.

ლონდონის ბინის სასტუმრო ოთახი

 

ლინის თქმით, ოთახების თემატიკა რაღაც მხრივ განაპირობა იმ უამრავმა ბუტიკმა და საჯარო სივრცეებმა, რომელიც შენობის მიმდებარე ქუჩაზეა განლაგებული. აღსანიშნავია, რომ ბლიკერის ქუჩაზე განთავსებული საჯარო სივრცეების უკან დგას დიზაინერი რაიან კორბანი, რომელიც ისეთ წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა ბალენსიაგა, Aquazzura და ალექსანდერ ვენგი. ლინი აღნიშნავს, რომ შთაგონებული იყო კორბანის შემოქმედებით და ბლიკერის ქუჩაზე კონდომინიუმის მოწყობა არა მხოლოდ ინტერიერის დიზაინზე, არამედ მოდაზე დაყრდნობითაც სურდა, ამიტომ ეს მისი უდიდესი ექპერიმენტია.

ტოკიოს ბინის საძინებელი ოთახი

ბლიკერის ქუჩის 40 ნომერში მდებარე შენობა ჯინ ლინისთვის საკუთარი 2014 წელს დაარსებული გალერეისა და მაში წარმოდგენილი დიზაინერებისთვის საუცხოო საიმიჯო რეკლამაა, ვინაიდან პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს ტრიოს ინტერიერის დიზაინში თავმოყრის წარმატებულმა ექსპერიმეტმა მსოფლიოს მასშტაბით დიდი ცნობადობა მოიპოვა.

პარიზის ბინის სააბაზანო

ლინი აღნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიები ინტერიერის დიზაინს მუდმივად, ყოველდღიურად ცვლის და ავითარებს, არქიტექტურული ნამუშევრების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინტერტში, რაც შენობებისა და მათი ინტერიერის ღირებულებას ადაბლებს, ამიტომ ბლიკერის ქუჩის 40 ნომერში მდებარე შენობები ხელოვნებისთვის ახლა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე . „საიდუმლო არაა, რომ მშენებლობებისთვის ეს წელი ურთულესი იყო, მაგრამ ღრმად მწამს, რომ დიზაინი ისეთი რამაა, რომლის შესაგრძნობად ის რეალურ ცხოვრებაში უნდა ნახო.“- აღნიშნავს დიზაინერი

სასაჩუქრე იდეები 100 ლარამდე სახლის დეკორის მოყვარულთათვის

იაპონური ხის სახლის პროექტი ბორცვზე