in

პარკსაიდის რეზიდენცია – მარტივი ფორმები და საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტა

Alliance Group
Alliance Group

ამ პროექტის ისეთი მახასიათებლები, როგორიც არის ფორმები, მასშტაბები და სახურავი 1880-იანი წლების ვილას მოგვაგონებს, თუმცა, ამასთან, შემოღებულ იქნა დამატებითი მასალებისა და მოპირკეთების მარტივი, თანამედროვე პალიტრა. სახლი და ბაღი ორკესტრირებულ იქნა იმისთვის, რათა მფლობელების სულისკვეთებას, თანამედროვე გემოვნებას, დინამიურ ოჯახურ ცხოვრებასა და მათ გარეუბნულ საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილს ასახავდეს.

ორი პავილიონი ერთმანეთის მიმართ პერპენდიკულარულად არის განლაგებული, მათ შორის კი იქმნება სივრცეეები, საიდანაც საუცხოო ფარული შიდა და გარე ხედები იშლება.

მთავარ საცხოვრებელ პავილიონს გააჩნია ფოლადის ჩარჩოთი გამყარებული წაწვეტებული ფორმის სახურავი. ტასმანიური მუხით მოპირკეთებული ჭერი სივრცეს სითბოსა და მასშტაბებს მატებს, ხოლო ტექსტურირებული მუხის ტიხრებს სახლში რიტმი შემოაქვს და აძლიერებს სივრცის გრძნობას, რომელიც ბაღის სამხრეთით არის მიმართული.

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

დიზაინში გამოხატული ადამიანის პიროვნული მახასიათებლები — ინტერვიუ მარიამ დემეტრაშვილთან

თაბაშირმუყაოს ტიხარი — ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ