პატარა აივანი შეიძლება შენი სახლის ყველაზე მყუდრო და კომფორტული ადგილად იქცეს, სადაც შეგიძლია დაისვენო, წაიკითხო წიგნები ან უბრალოდ ტკბებოდე ხედებით. მისი მცირე ზომის მიუხედავად, გონივრული დაგეგმარებისა და სწორი მიდგომით, შეგიძლია მყუდრო და ფუნქციური სივრცე შექმნა.
მრავალფუნქციური და კომპაქტური ავეჯი
პატარა აივნებისთვის ავეჯის შერჩევა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს, რათა არსებული სივრცე სრულად და ეფექტურად იქნეს გამოყენებული.
ამ მიზნისთვის იდეალურია დასაკეცი და მრავალფუნქციური ავეჯი. დასაკეცი სკამები და მაგიდები საშუალებას მოგცემს საჭიროებისამებრ გამოიყენო და არ დაკარგო ზედმეტი ადგილი. ასევე, აღსანიშნავია პატარა მრგვალი მაგიდა, რომელიც კარგად მოერგება აივნის კუთხეს და განსაკუთრებით ორგანულად ჩანს ხმელთაშუა ზღვის სტილით გაფორმებულ ინტერიერში.
გახსოვდეს, რომ აივნის ავეჯი გამძლე და მდგრადი უნდა იყოს ამინდის პირობებისადმი. მასალის შერჩევისას გაითვალისწინე მზის, წვიმისა და თოვლის ზემოქმედება, რათა ავეჯმა რამდენიმე სეზონი გაძლოს. ამ თვალსაზრისით კარგი გადაწყვეტილება იქნება მეტალის დასაკეცი ავეჯი.
შეგიძლია არჩევანი Koopman-ის დასაკეც სკამზე და ამავე ბრენდის დასაკეც მაგიდაზე შეაჩერო. Koopman-ის დასაკეცი სკამის მინიმალისტური, ნარინჯისფერი დიზაინი ნებისმიერ აივანს მოუხდება. ხოლო, დაკეცვის ფუნქცია მოხერხებულად გადაადგილებისა და შენახვის საშუალებას მოგცემს. ის ძალიან გამძლეა და კორპუსი დამზადებულია ფოლადისგან. მასთან ერთად გამოგადგება Koopman-ის დასაკეცი მაგიდა, რომელიც სიმსუბუქითა და კომპაქტურობით გამოირჩევა. მარტივად იკეცება და დიდ ადგილს არ იკავებს შენახვისას.
მცენარეები – სიმწვანით გაცოცხლებული აივანი
მცენარეები აივანს სიცოცხლეს ანიჭებენ და მშვიდ, ბუნებრივ ატმოსფეროს ქმნიან. სივრცის მაქსიმალური გამოყენებისთვის შეგიძლია მცენარეები მრავალდონიან სადგამებსა და დასაკიდ ქოთნებში მოათავსო. ასევე, კედლის გასწვრივ განთავსებული მცენარეები არამხოლოდ არეალს ზრდიან, არამედ შენს პატარა ოაზისს ხიბლს სძენენ.
ამ თვალსაზრისით შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება Koopman-ის საყვავილეს სადგამი, რომელიც განკუთვნილია ყვავილებისა და დეკორისთვის, როგორც დახურულ სივრცეში, ასევე გარეთ მრავალფუნქციური გამოყენებისთვის. მისი სტაბილური კონსტრუქცია ხისგან არის დამზადებული და მყარად დგას ოთხ ფეხზე. სადგამზე
განლაგებულია 3 განყოფილება, რაც საკმარის ადგილს იძლევა ყვავილებისთვის.
დახვეწილი დიზაინის ყვავილის ქოთნები, დამატებით აქცენტს შექმნის შენს აივანზე. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება Mica Decorations, Dexter, დასაკიდი ქოთანი. ის შესანიშნავი და საჭირო აქსესუარია მცენარეების მოყვარულთათვის. დამზადებულია მაღალი ხარისხის რკინისგან. გამოირჩევა ინდუსტრიული, თანამედროვე დიზაინით და დაგეხმარება შენთვის სასურველი ინტერიერის მოწყობაში.
შეარჩიე მცენარეები აივნის მიკროკლიმატის გათვალისწინებით. ყურადღება მიაქციე მზის სინათლის რაოდენობას და ქარის ინტენსივობას, რომელიც მცენარეებს აშრობს.
განათებისა და აქსესუარების ჰარმონიული შერწყმა
სწორად შერჩეული განათებისა და აქსესუარების საშუალებით შეგიძლია აივანზე სიმყუდროვე დაამკვიდრო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათება საღამოსა და ღამის საათებისთვის, რაც სასიამოვნო და დამშვიდებულ გარემოს შექმნის შენთვის. შესაბამისი ატმოსფერული განათება და კრეატიული აქსესუარები დაგეხმარება, აივანი უფრო მოწესრიგებულად და პერსონალურად გააფორმო.
გამოიყენე LED გირლანდები. ისინი ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიან და არ იკავებენ დიდ ადგილს. ასევე, შეგიძლია დაამონტაჟო კედლის სანათები. ეს სივრცეს დაგიზოგავს და კარგად გაანათებს აივანს. შესანიშნავი არჩევანი იქნება Koopman-ის LED განათება. მისი სადა და დახვეწილი დიზაინი შესანიშნავი დანამატი იქნება აივნის ინტერიერში. აღჭურვილია თბილი 6 LED ნათურით.
აივანზე დაამატე ლამაზი ფარნები სანთლებით, რაც საღამოს რომანტიკულ განწყობას შექმნის. შეგიძლია შენი აივნისთვის შეარჩიო Mica Decorations, Lois, დეკორატიული სანათი, რომელიც, თანამედროვე, დახვეწილი და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. დეკორატიული სასანთლე დამზადებულია მაღალი ხარისხის რკინისა და მინისგან. განათავსეთ მასში სანთელი, რომელიც სასიამოვნო განათებას შექმნის და შენს საღამოს კომფორტულს გახდის.
აღმოაჩინე გამორჩეული ნივთები ეზოსა და აივნის მოსაწყობად. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე ნივთები ადგილზე უფასო მიწოდებით დროის სასურველ მონაკვეთში.
[R]