in

22 კვადრატულ მეტრში შექმნილი კომფორტი – მიკრო ბინა პარიზში

Banner M2
Banner M2

 

მარიანა ევანნუს პატარა სივრცეების დედოფალს ეძახიან და მასთან პატარა ბინების მეპატრონეების ერთ წლიანი რიგი დგას. ყველაზე პატარა ბინა, რომელსაც დიზაინერის ხელში გამოუვლია სულ რაღაც 11 მ2- ი იყო. მისი მეპატრონე „Christian Dior“-ის თანამშრომელია. ერთ-ერთი ინტერიერის ფრანგული ჟურნალი იმდენად მოინუსხა ამ ამბით, რომ მას ვრცელი, 10 გვერდიანი სტატიაც კი მიუძღვნა. „ფაქტობრივად, თითო კვადრატს თითო გვერდი!“ – აღფრთოვანებით იხსენებს დიზაინერი. – ადრე ასეთ პატარა ბინებში სტუდენტები ან მოსამსახურე პერსონალი ცხოვრობდა, დღეს კი, როგორც სასტუმროს ოთახების ალტერნატივას, ისე იყენებენ.

სენ-ჟერმენ-დე-პრეშზე მდებარე ამ 25 მ2-იანი ბინის მეპატრონეები ბარსელონაში ცხოვრობენ, საფრანგეთში კი თვეში ერთხელ, საქმეზე ჩამოდიან. მათ არ აწუხებდათ, რომ ბინის ქვევით მდებარე სივრცე საკმაოდ ბნელი იყო, ბინა ხომ მხოლოდ ღამის გასათევად სჭირდებოდათ. ის ეზოს სიღრმეში, მანქანების სავალი ნაწილიდან საკმაოდ მოშორებულია, ამიტომაც აქ სიწყნარეა.

წყვილი დარწმუნებული იყო, რომ მარიანა ყველა ტიხარს მოხსნიდა და ასე შესძენდა სივრცეს მაქსიმალურ კომფორტს, მაგრამ დიზაინერი პირიქით მოიქცა და ის მეტად დაყო. „ბინაში რემონტი ახალი ჩატარებული იყო და მისი ხელმეორედ გაკეთება უცნაური იქნებოდა, თუმცა ის რაღაცნაირი უსულო იყო“ , – თავს იმართლებს ევანნუ. თავიდან აქ უზარმაზარი სააბაზანო ოთახის მქონე სტუდია იყო, რომელიც მარიანამ გონივრულ გაბარიტებამდე შეამცირა, გათავისუფლებული კვადრატული მეტრები კი მისაღებს შეუერთა. უკანასკნელში შვილის სათადარიგო საძინებელი ადგილია, რომელიც ხანდახან პარიზში მშობლებთან ერთად ჩამოდის.

ევანნუ დარწმუნებულია, რომ ბინის ფართის სიმცირის მიუხედავად, კომფორტისთვის ის მკაფიო ზონებად უნდა დაიყოს. აქ შემოსასვლელიც კი დაეტია. „ეს ქუჩისა და ბინის შორის არსებული ერთგვარი ბუფერია“. – ამბობს დიზაინერი. სივრცის ვიზუალური გაზრდის მიზნით მარიანას საყვარელი ხერხი ოთახებს შორის ფანჯრების გამოჭრაა. „მზერას მოგზაურობის საშუალება უნდა მიეცეს“. მაგრამ ყველაზე მეტად ის გონივრული სათავსო სისტემების შექმნისა და სასარგებლო სანტიმეტრების გამოძებნის უნარით ამაყობს. მაგალითად, სარეცხი მანქანა ევანნუმ სამზარეულო გარნიტურის კუთხის კარადაში ჩააშენა – ადგილი ძნელად ხელმისაწვდომია, ამიტომ უსარგებლო. მანქანასთან მისასვლელის მოსაწყობად კარი შემოსასვლელის მხარეს ოდნავ უკან გასწია. ასევე რადიატორებზე უარი თქვა და ბინაში თბილი იატაკები მოაწყო.

მარიანას ზოლიანი ტექსტილი და ნათელი ფერები ძალიან მოსწონს, მან მოახერხა და ეს ყველაფერი პატარა სივრცეში ჰარმონიულად ჩაატია. „არაფერია იმაზე მოსაწყენი, როგორც ფერმკრთალი ცა და თეთრი ჭერები, – მიიჩნევს ის. – ჭერი ხომ თქვენი სახლის ცის თაღია“. სწორედ ამიტომ აქ ის რთულ მორუხო-მომწვანო ფერშია შეღებილი.

ფოტოები: Stephan JULLIARD

Richard Ginori-ის ფაიფური 1735 წლიდან დღემდე

გეშტალტთერაპიიდან სანათების დიზაინამდე