in

პატარა ბინა ფერადი აქცენტებით

40 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა სტოკჰოლმში არის შთაგონების ნამდვილი წყარო მათთვის, ვისაც უყვარს მცენარეებით სავსე, ფერადი სკანდინავიური დიზაინი. ნეიტრალური ბაზით, მაგრამ მკვეთრი აქცენტებით შექმნილი ინტერიერი არის ის, რაც ამ კონკრეტულ პროექტს ძალიან განსხვავებულ, თამამ და დახვეწილ სივრცედ აქცევს.

ბინა მდიდარია ისეთი ცნობილი ბრენდის მიერ წარმოებული დიზაინ ობიექტებით, როგორიცაა IKEA. ინტერიერში გამოყენებულია ვინტაჟური ნივთები და აქსესუარები, რაც მას დამატებით ხიბლსა და ელეგანტურობას ანიჭებს.

მისაღები მდიდარია მკვეთრი დეტალებითა და მწვანე მცენარეებით. ერთი შეხედვით კონტრასტული ფერები სასიამოვნოდ არის დაბალანსებული თბილ ნაცრისფერ ფონთან. ბუნებრივ შეგრძნებას ამძაფრებს ხის იატაკის საფარიც.

მისაღებისგან განსხვავებით, დერეფანში კიდევ უფრო მკვეთრი აქცენტებია გამოყენებული. კედლის ფონი ამ შემთხვევაში მკვეთრი ლურჯია, რომელიც საინტერესო ბალანსს ქმნის ყვითელ და წითელ ჩრდილებთან მიმართებაში. კარადისა და საკიდების წყალობით სივრცე არა მხოლოდ ვიზუალურად არის საინტერესო, არამედ საკმაოდ ფუნქციურიცაა.

სამზარეულო მაქსიმალურად ნათელი და ღიაა. დიდი ზომის ფანჯარა ოთახს ბუნებრივი სინათლით ავსებს, რაც მას კიდევ უფრო დიდს აჩენს. სხვა ოთახების მსგავსად, აქაც ვხვდებით მწვანე მცენარეებსა და მკვეთრ აქცენტებს, რომლებიც ამჯერად უფრო მეტად ყვითელი ჩრდილებით არის გამოსახული.

შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუნდაც ძალიან მცირე ბინის მოწყობაც კი შესაძლებელია ფერებისა და თამამი აქცენტების მრავალფეროვნებით ისე, რომ ოთახებში ქაოსისა და უწესრიგობის შეგრძნება არ შეიქმნას და კონტრასტული ჩრდილების მიუხედავად, თითოეული ოთახი ერთმანეთთან სასიამოვნო ჰარმონიაში იყოს.

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

ფერთა 4 კომბინაცია, რომელთა გამოყენებას ინტერიერის დიზაინერები არ გვირჩევენ

5 ნივთი „IKEA“-დან თქვენი სამრეცხაო ოთახისთვის, რომელთა შეძენა მარაგების ამოწურვამდე უნდა მოასწროთ