in

8 სასარგებლო იდეა პატარა სამზარეულოს მოსაწყობად

არის თუ არა თქვენი სამზარეულო ზედმეტად გადატვირთული ტექნიკით, ტაფებითა და სხვა მოცულობითი ჭურჭლით? ასეთი პრობლემის წინაშე პატარა სამზარეულოს ბევრი მფლობელი დგას. საბედნიეროდ, არსებობს ხრიკები, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ პატარა სამზარეულოში სივრცე დაზოგოთ და ჩვენ მათ სიამოვნებით გიზიარებთ

ჭერამდე აღმართული ავეჯი

პატარა სამზარეულოში თითოეული კვადრატული სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. ამიტომ კარადები ჭერის სიმაღლემდე დაამონტაჟეთ და კედლის ყოველი სასარგებლო სივრცე გამოიყენეთ.

ღია თაროები

იმისთვის, რომ ფასადებმა სივრცე ვიზუალურად არ დააპატარაოს, შეგიძლიათ ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ღია თაროებით ჩაანაცვლოთ. ასევე შეგიძლიათ თაროები იმ პატარა კუთხეებშიც დაამონტაჟოთ, რომლებიც, როგორც წესი, არ გამოიყენება.

ჭკვიანური შენახვის სისტემა

ლამაზი პატარა სამზარეულოს საიდუმლო წესრიგშია. ამიტომ, პატარა ოთახში შესანახი სივრცეები ზედმიწევნით უნდა იქნას განხილული. მოაწყვეთ ყველაფერი ისე, რომ აუცილებელი ნივთები ყოველთვის ხელთან ახლოს გქონდეთ, ხოლო ის, რასაც იშვიათად იყენებთ, ანტრესოლში ან ოთახის შორეულ კუთხეში მოათავსეთ. მოაწესრიგეთ უჯრები: გამოიყენეთ სანელებლების კომპაქტური ქილები, კონტეინერები — ეს ყველაფერი სივრცის ლამაზად და ერგონომიულად მოწყობაში დაგეხმარებათ.

ფუნქციური ავეჯი

პატარა სამზარეულოში ავეჯი მაქსიმალურად ფუნქციური უნდა იყოს. დიდი მაგიდის ნაცვლად, შეგიძლიათ პატარა მრგვალი, დასაკეცი მაგიდა გამოიყენოთ. საჭიროების შემთხვევაში კომპაქტური და პრაქტიკული მოძრავი ზედაპირი შეიძინეთ. მის თაროებზე შეგიძლიათ შეინახოთ ის პროდუქტები და ნივთები, რომლებიც ყოველდღიურად გჭირდებათ.

აითვისეთ კედელი

პატარა სამზარეულოს დიზაინში განსაკუთრებული ყურადღება აქსესუარების შენახვას უნდა მიექცეს. მეტი კომპაქტურობისთვის შეგიძლიათ პირსახოცი, ტაფები და სხვა ჭურჭელი კედელზე დაკიდოთ. დანებისთვის კი მაგნიტური დამჭერი გამოიყენეთ.

კუთხის კარადები

სამზარეულოს ავეჯის კუთხეები, როგორც წესი, გამოუყენებელია. თუმცა, თანამედროვე მწარმოებლებს აქვთ ჭკვიანური გადაწყვეტები, რომლებიც ამ სივრცის კარგად გამოყენების საშუალებას გაძლევთ: კუთხის ნიჟარები, კარადები მბრუნავი მექანიზმით ან კუთხის უჯრით — ეს ყველაფერი თითოეული კვადრატული სანტიმეტრის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ნუ უგულებელყოფთ კუთხეებს, რათა თქვენი პატარა სამზარეულო მაქსიმალურად ფუნქციური იყოს!

ნიჟარა ფანჯრის რაფაზე

ფანჯრის რაფის ნიჟარა პატარა სამზარეულოსთვის პრაქტიკული გადაწყვეტაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ფანჯრის ქვეშ არსებული თავისუფალი სივრცე გამოიყენოთ. ერთადერთი, რაზეც წინასწარ უნდა იფიქროთ, წყლის მიწოდება და ფანჯრების თავისუფლად გაღების შესაძლებლობაა.

კომპაქტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ტოსტერი, ყავის მადუღარა, მიკროტალღური ღუმელი, ელექტრო ქვაბი, გამწოვი — ესენი აუცილებელი ნივთებია, რომელთა გარეშეც თანამედროვე სამზარეულოს წარმოდგენა შეუძლებელია. მაგრამ სად უნდა დაატიოთ ეს ყველაფერი? შეარჩიეთ კომპაქტური მოდელები — მინიატიურული ტოსტერი, პატარა მიკროტალღური ღუმელი ან მცირე ზომის ელექტრო ქვაბი. ჩვენს დროში კი გამწოვების დიზაინი საშუალებას გაძლევთ, ფუნქციონირების თვალსაზრისით, კომპრომისზე წასვლის გარეშე, სივრცე დაზოგოთ.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ბერნარდ ჩუმი — თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი

უმშვენიერესი თანამედროვე სახლის ელეგანტური დიზაინ პროექტი ლოს-ანჯელესში