in

პოლ ჰენინგსენი – განათების დიზაინერი და საკულტო “PH 5” სანათის შემქმნელი

პოლ ჰენინგსენის დედა ცნობილი ავტორი და აქტივისტი აგნესტ ჰენინგსენი იყო, რომელსაც შვილი უკანონოდ ჰყავდა. პოლი დედასთან ერთად ბოჰემურ სახლში იზრდებოდა და 18 წლიდან დაკავებული იყო სინათლისა და განათების საიდუმლოებების ამოხსნით. ის გაიზარდა სანათების გარემოცვაში და სწავლობდა ელექტრო ნათურების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპებს, რამაც მომავალში მისი კარიერა განსაზღვრა.

პოლმა შექმნა მრავალჩრდილიანი სანათი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ნაწილისგან და მათი ზომა, ფორმა და პოზიცია ისე იყო შექმნილი, რომ გავლენას მარტივად ახდენდა სინათლის არეკვლასა და განაწილებაზე. 1925 წელს ეს ნათურა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე წარადგინეს და ქალაქის პატივსაცემად, მეტსახელად “პარიზი” უწოდეს. ჰენინგსენი ამ ნათურის პრინციპებს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში იყენებდა.

დედის მსგავსად, ჰენინგსენი გახდა ნიჭიერი მწერალი და სოციალური კრიტიკოსი. იგი წერდა პოემებს და სცენარებს და ასწორებდა სტატიებს გაზეთებისა და ჟურნალებისთვის. თავის დროზე ის კოპენჰაგენში სწორედ ამ მიმართულებით იყო ცნობილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისტორიაში შევიდა, როგორც განათების დიზაინერი.

1920 წლიდან ის სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე კოპენჰაგენში და პარალელურად მუშაობით იყო დაკავებული. მან დააპროექტა დედაქალაქის რამდენიმე ცნობილი შენობა და შექმნა არაერთი თეატრის დიზაინი.

„სივრცის სწორად განათება საჭიროებს არა ფულს, არამედ გამჭრიახობას“, – ამბობდა ის.

PH 3/2 table lamp

იმ დროს ჰენინგსენს ჩვევად ჰქონდა ტრამვაით მგზავრობისას სახლების დათვალიერება და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ავეჯი, ხალიჩები, ნივთები, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდებოდა, რადგან სახლში მნიშვნელოვანი მხოლოდ განათება იყო.

1958 წელს ორი ახალი პროდუქტი შეიქმნა: PH Artichoke საჯარო სივრცეებისთვის და PH 5, სახლებისა და ინდივიდუალური პროექტებისთვის. PH 5 დღემდე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს დანიაში და ის თითქმის ყველა სახლში გვხვდება.

PH5

ამ პერიოდში მისი სანათის, PH 3/2 table lamp-ის პოპულარობამ შესაძლებელი გახადა ის, რომ პოლმა კონტრაქტი გააფორმა Louis Poulsen Lighting-თან, რომელიც მის თანამედროვე მოდელს დღემდე აწარმოებს.

მდიდრული ჭაღი Artichoke შედგება თორმეტი ფოლადის თაღისგან და 72 სპილენძის ფოთლისგან. იატაკის სანათი არის Arne Jacobsen-ის AJ, მაგიდის თავზე გვხვდება ჰენინგსენის  PH Snowball.

აღსანიშნავია, რომ თითქმის არ არსებობს განათების სხვა დიზაინერი, რომელიც მუშაობდა ისე, როგორც ჰენინგსენი. მისი სანათების გამჭრიახმა ფორმებმა განათების მთელი სტილი შექმნა. მისი მთავარი პრინციპი კი სიცოცხლის ბოლომდე აქცენტის ფუნქციურ დიზაინზე გაკეთება იყო. პოლ ჰენინგსენის მიერ შექმნილი ფორმები არ ემსახურება დიზაინის პრინციპებს, არამედ ისინი წარმოიშვა მეცნიერული ანალიზის საფუძველზე. ჰენინგსენი, გარკვეულწილად, რომანტიკული ფუნქციონალისტი იყო. ის გამუდმებით ეძებდა მყუდრო ატმოსფეროსა და შუქს, რომელიც ინტერიერში მშვიდ და თბილ შეგრძნებას შექმნიდა.

ბინის ინტერიერით დაწყებული საყვარელი საქმე — ინტერვიუ „Wohnung-Architects”-ის დამფუძნებლებთან

რა სიახლეებს გვთავაზობს IKEA-ს ბრენდი 2024 წლის ზაფხულის კოლექციაში