in

Pelican Chair – ფინ იულის მიერ შექმნილი ცნობილი სავარძელი

Pelican Chair დიზაინერი ფინ იულის მიერ დაპროექტებული სავარძლის საკულტო დიზაინია, რომელიც პირველად 1940 წელს შეიქმნა. იმ დროისთვის სკამი უჩვეულო ფორმითა და მტკიცე ფეხებით გამოირჩეოდა, რაც მას ავანგარდულ სტილს ანიჭებდა. იულმა ის პირველად კოპენჰაგენში გამართულ გამოფენაზე წარადგინა, სადაც სიურეალიზმის იდეებით შთაგონებულმა დიზაინმა გამოფენის სხვა მონაწილეები აღაფრთოვანა.

2001 წელს იულის ავეჯის სახლში დაიწყო იმავე პროდუქტის განსხვავებული, შედარებით რბილი მოდელის წარმოება, რომელსაც სკულპტურული ფორმები აქვს და შესანიშნავად ჯდება თანამედროვე ინტერიერში.

თამამი, ელეგანტური და მიმზიდველი სკამი სწორედ ისაა, რაც განსაკუთრებით უხდება სკანდინავიურ ინტერიერს, რის გამოც ის დიზაინერების ერთ-ერთი საყვარელი ნივთია. აღსანიშნავია, რომ იგი იდეალურად ერგება Pelican-ის მაგიდასა და დივანსაც.

უნიკალური გარეგნობის გარდა, Pelican Chair ესთეტიკითა და კომფორტით გამოირჩევა, რაც მას სიმყუდროვისა და სტილის იდეალურ ნაერთად აქცევს. რბილი, ორგანული ფორმებით შექმნილი ავეჯი ინტერიერში მშვიდ და დახვეწილ ატმოსფეროს ქმნის. უმაღლესი ხარისხის მასალა კი მის გამძლეობას უზრუნველყოფს.

თავდაპირველ მოდელს დღეს ფინ იულის ავეჯის სახლი აწარმოებს და ის ორი განსხვავებული მოდელის სახითაა ხელმისაწვდომი: ღილებით ან მათ გარეშე. რაც შეეხება მასალას, ბრენდი ძირითადად ტექსტილს ან ტყავს იყენებს, ხოლო ფეხები კაკლის ან მუხის ხისგან იქმნება, რაც თითოეული სკამის ინდივიდუალურობას განაპირობებს.

Pelican Chair-ის განსხვავებული მოდელების ფასი $5000-დან იწყება და რიგ შემთხვევებში $10000-მდეც აღწევს.

7 ადგილი თბილისში, სადაც ჩაის ტილოს შეიძენთ

კერამიკული ნიჟარის ძლიერი და სუსტი მხარეები – რა უნდა ვიცოდეთ?