in

აპლიკაციები, რომლებიც ფერის დატესტვაში დაგეხმარებათ

სახლში ოთახის ფერის შერჩევა საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ძალიან რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ, თუ როგორი იქნება ოთახი ჩვენთვის სასურველ ფერში. ამ პრობლემის გადასაჭრელად დღეს არც თუ ისე ცოტა ხერხი არსებობს და, მათ შორის, ერთ-ერთი ეფექტური ონლაინ აპლიკაციებია. ამ აპლიკაციების მეშვეობით შეგვიძლია, წინასწარ დავასურათოთ ჩვენი ოთახები და ვირტუალურად “შევღებოთ” ისინი ამა თუ იმ ფერში.

გთავაზობთ რამდენიმე ასეთ აპლიკაციას, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებიან:

Home Harmony

Home Harmony გაძლევთ საშუალებას, პირველ რიგში, დაათვალიეროთ და შეარჩიოთ მის მიერ შემოთავაზებული ფერთა პალიტრა. შემდეგ უკვე ატვირთოთ ფოტო და ეკრანზე თითის ერთი დაჭერით ნახოთ, თუ როგორ გამოიყურება თქვენს ოთახში ესა თუ ის ფერი. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ამ აპლიკაციას აქვს არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ, შერჩეული ფერი სხვადასხვა განათების ფონზე ნახოთ, როგორ გამოიყურება – იქნება ეს ბუნებრივი, დღის განათება, LED განათება, ჩვეულებრივი განათება და ა.შ

Glidden Room Visualizer 

მსგავსად წინა აპლიკაციისა, აქაც შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი ფოტო, თუმცა, Glidden- ის სიმულაციური ინსტრუმენტი ასევე შეიცავს სხვადასხვა ტიპის ოთახების ფოტოსურათებს, რომლებიც საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება. შესაბამისად, მანამ, სანამ თქვენს ოთახს ვირტუალურ ექსპერიმენტს ჩაუტარებდეთ, შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა ვარიანტებს და მიიღოთ ახალი შთაგონება. ხოლო მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ, რომელი ფერი გსურთ, შეგიძლიათ შეუკვეთოთ საღებავი პირდაპირ გვერდიდან.

Olympic Wood Stain Visualizer

ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, თუ როგორ გამოიყურება ხის ესა თუ ის ფერი კიბეებისა და ტერასებისთვის. შესაბამისად, მისი წყალობით შეგიძლიათ შეარჩიოთ ხის ტიპი.

The Home Depot Project Color

Home Depot–ის აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, ნახოთ როგორ გამოიყურება ფერები კონკრეტულ ოთახებში, მაგრამ ეს პლატფორმა ამ ვიზუალიზაციას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის – მისი მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ შეუსაბამოთ ფერები დეკორს, აქსესუარებს, საწოლს და ა.შ

Paint Tester

გადაიღეთ სურათი თქვენი ტელეფონით და ატვირთეთ პირდაპირ ამ აპლიკაციაში – შედეგად, თქვენ შეგიძლიათ თქვენს ოთახს ესა თუ ის ფერი მოარგოთ. Paint Tester ასევე გაძლევთ საშუალებას, ხელით დააზუსტოთ საღებავის საზღვრები და წაშალოთ ზედმეტი ნაწილები. შედეგად, თქვენი პროექტი მაქსიმალურად სუფთა და ზუსტი იქნება აპლიკაციაში.

როგორ გავაფორმოთ თანამედროვე სახლი – რამდენიმე მარტივი და პრაქტიკული რეკომენდაცია

XIX საუკუნის რესტავრირებული სახლი შვედეთში