პოლ ჰენინგსენი დანიელი დიზაინერი და არქიტექტორია, რომელიც ძალიან ცნობილია თავისი შეტანილი წვლილით მოდერნიზმში. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია 1958 წელს შექმნილი PH5 ჭაღი, რომელიც შეიქმნა ამრეკლავი სისტემის გამოყენებით და ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს.
„სახლში ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი სწორედ განათებაა“, – ამბობდა დიზაინერი.
ჰენინგსენს მტკიცედ სწამდა, რომ შესაბამისი განათების გარეშე ნებისმიერი ინტერიერი მოსაწყენი და დამთრგუნველი ხდებოდა. მას სურდა, შეეცვალა იმდროინდელი მიდგომები, რომლებიც გულისხმობდა იმას, რომ ჭაღები მხოლოდ ოთახის გასანათებლად იქმნებოდა და საჭირო არ იყო რაიმე განსაკუთრებული დიზაინი.
PH5 სინათლეს ძალიან რბილად ასახავს, რაც საშუალებას იძლევა, რომ სივრცეს ბზინვარება და ელეგანტურობა მიენიჭოს. დიზაინის წყალობით კი ელეგანტურად გამოიყურება მაშინაც, როდესაც ნათურა ჩართული არ არის.
ჭაღი განსაკუთრებით უხდება სასადილო სივრცეს ან საძინებელს, სადაც ის შეიძლება საწოლთან ახლოს განთავსდეს. თანამედროვე მოდელები მისაწვდომია მინიმუმ 17 განსხვავებულ ფერში და შესაძლებელია ნებისმიერი სტილის ინტერიერზე მორგება. გარდა ამისა, არსებობს მისი შედარებით უფრო მცირე ზომის მოდელებიც, რაც კიდევ უფრო მრავალმხრივსა და სასურველს ხდის.
PH5-ის შეძენა Louis Poulsen-ის კოლექციაშია შესაძლებელი. მისი ფასები განსხვავდება ზომისა და ფერების მიხედვით და საშუალოდ $340-დან იწყება.