ჩილერ-ფანკოილი ჩვეულებრივი კონდენციონერისგან იმით განსხვავდება, რომ უკანასკნელის შიდა და გარე დანადგარებს შორის ფრეონი, ხოლო ფანკოილის შემთხვევაში წყალი ან ნებისმიერი ყინვამედეგი სითხე ცირკულირებს. ეს სისტემა შედგება 2 აგრეგატისგან:
- „ჩილერისგან“ – გამაგრილებელი/გამათბობელი აგრეგატისგან, რომელიც სითხის გაგრილებას/გათბობას და შემდგომ მილების საშუალებით მის ფანკოილებში მიწოდებას უზრუნველყოფს. ის შენობის გარეთ თავსდება.
- ფანკოილისგან, ანუ დანადგარისგან რომელიც შენობის შიგნით თავსდება და დაბერვის საშუალებით ოთახის გაგრილება/გათბობას უზრუნველყოფს.
ფანკოილი ტიპების მიხედვით არსებობს:
- იატაკის;
- კედლის;
- ჭერის
- ჩარჩოს გარეშე (შესაძლებელია შეკიდულ ჭერში ჩაშენება)
ძლიერი მხარეები:
- მისი ძირიდი უპირატესობა ეკოლოგიურობაა. მილებში ფრეონის მაგივრად წყალი მოძრაობს და გაჟონვის შემთხვევაში ის ჯანმრთელობისთვის საშიში არაა;
- მოქნილი სისტემა. გარე დანადგარებსა და ოთახში განთავსებულ ფანკოილებს შორის დაშორების შეზღუდვა არ არსებობს;
- განსხვავებული მიკროკლიმატის ერთდროულად მოწყობის შესაძლებლობა სხვადასხვა ოთახებში. ერთი ოთახი შეგვიძლია გავათბოთ და ამავე დროს მეორე გავაგრილოთ;
- განსაკუთრებით მომგებიანია დიდ ფართებში გამოყენება;
- შესაძლებელია ექსპლუატაციაში მათი თანდათანობით შეყვანა, ანუ დამატებითი ფანკოილების ძირითად სისტემაზე დაერთება მარტივია.
სუსტი მხარეები:
- ეს სიტემა რთული დასაყენებელია და მისი ექსპლუატაცია უფრო ხარჯიანია;
- საჭიროებს სისტემატიურ მონიტორინგს და მოვლას;
- ფრეონზე მომუშავე სისტემებთან შედარებით 20 პროცენტით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს;
- ვერ უზრუნველყოფს სივრცის ვენტილაციას:
- ძვირია.