in

7 ადგილი თბილისში, სადაც ფარდებს შეიძენთ

ფარდა მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს სახლის ინტერიერის სილამაზისა და მრავალფეროვნებისთვის. ფარდის გამოყენებით შესაძლებელია სინათლის დარეგულირება, სივრცის გადათამაშება, ოთახის სიმაღლისა და მოცულობის ხაზგასმა. ის ინტერიერში უზრუნველყოფს მკვეთრი შტრიხების შეტანას, ოთახის გამოცოცხლებას, კონტრასტის შექმნას.

ასევე, მინიმალისტური ინტერიერის შემთხვევაში, ერთგვარი ხასიათის, განწყობის შემოტანას ან ნეიტრალური ფერების გამოყენებით, სისადავის შენარჩუნებას. რაც მთავარია, ფარდების გამოყენება სივრცეში სიმყუდროვის განცდას ბადებს.

დღეს მოგიყვებით იმ ადგილების შესახებ თბილისში, სადაც ფარდების შეძენა შეგიძლიათ:

 

1. ფარდის სახლი

ფარდის სახლი, თბილისში, ცინცაძის N12 – სა და ცაბიძის N19 – ში მდებარეობს. მაღაზიაში მისულ მომხმარებელს ფარდების დიდი არჩევანი დახვდება, ასევე დიზაინერი დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი პროდუქციის შერჩევაში.

2. ფარდის სახლი ბელლა

მაღაზია, ფარდის სახლი ბელლა, 2013 წლიდან დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს საფარდე ტექსტილის მიმართულებით. მისამართი: ლილოს ბაზრობა

3. E.S. atelie ფარდები

სამკერვალო სტუდია E.S. atelie, გობრონიძის ქუჩაზე მდებარეობს და მომხმარებელს ხარისხიან და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

4. ფარდების სალონი ადონისი

სულხან ცინცაძის N 12 – ში, ფარდების სალონი ადონისი დაგხვდებათ, სადაც მაღალი ხარისხის ქსოვილების ფართო არჩევანია.

5. გალერეა რუმ დიზაინი

გალერეა რუმ დიზაინი, გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის, ელეგანტურ და დახვეწილ საფარდე ქსოვილებს. მისამართი: პეკინის გამზირი N39

6. ხოსრო ტექსტილი

მომხმარებელს, საინტერესო და მრავალფეროვან კოლექციას სთავაზობს  ხოსრო ტექსტილი. მისამართი: ალ.ყაზბეგის 2ა

7. Studio Decortex

პრემიუმ კლასის ქსოვილების მაღაზია, Studio Decortex,  დახვეწილი და თანამედროვე კოლექციით, აბაშიძის N1 – ში მდებარეობს.

Valle Santana — გარემოსთან ინტეგრირებული თავშესაფარი ტყეში

სოციალური კონცეფციის მაღაზიის დიზაინ პროექტი – თაკო უნდილაშვილის ნამუშევარი