მშენებლობისა და რემონტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფასადისა და ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევას, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავს შენობის ფუნქციურობას, მდგრადობასა და კომფორტს. განსაკუთრებით საყურადღებოა შემოდგომა-ზამთრის პირობებისთვის შერჩეული მოსაპირკეთებელი მასალები, რადგან კლიმატის ცვლილება, დაბალი ტემპერატურა, ნესტი, ყინვა თუ თოვლი დიდ გავლენას ახდენს პროდუქტის მექანიკურ ხარისხზე, სიმტკიცესა და სასიცოცხლო ციკლზე, რაც შენობის მდგომარეობასა და იერსახეზე პირდაპირ აისახება. დღევანდელ სტატიაში კომპანია IPS, რომელიც ქართულ ბაზარზე ინტერიერისა და ფასადის მიმართულებით ოპერირებს, მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევისას გასათვალისწინებელ ფაქტორებზე გვესაუბრება და პროდუქციასთან დაკავშირებულ რჩევებს გვიზიარებს.
თერმული იზოლაცია — ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა სივრცეში თბოდანაკარგის მინიმალური შემცირება და სასურველი ტემპერატურის უზრუნველყოფა. ამისათვის კი აუცილებელია შენობის ელემენტების — ფასადის, ჭერისა და იატაკის ხარისხიანი საიზოლაციო მასალებით დაფარვა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ენერგიის მოხმარება და შენობაში სტაბილური, კომფორტული ტემპერატურა შეიქმნას. მაღალი ენერგოეფექტურობითა და თბო-ხმის საიზოლაციო თვისებებით გამოირჩევა მინერალური ბამბა, რომელიც ეფექტურად ამცირებს თბოდანაკარგს, ახშობს ხმაურს და ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით სარგებლობს. ამ მიმართულებით, IPS-ის გუნდი საიზოლაციო მასალებიდან URSA TERRA-ის მინერალური ბამბის ხაზს გამოარჩევს, რომელიც მაღალი თბოიზოლაციის თვისებებით, ცეცხლისა და ტემპერატურის მიმართ მდგრადობით და ეკოლოგიური სისუფთავით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროდუქციას მოპოვებული აქვს გერმანული Blauer Engel-ის სერტიფიკატი, რაც პროდუქტის ეკომეგობრულობას აღნიშნავს.
IPS-ის წარმომადგენელი თერმული იზოლაციის უზრუნველსაყოფად გვესაუბრება საფასადო მასალების — პანელებისა თუ ფილის მახასიათებლებზეც და ამ მიმართულებით Atlas Concorde-ის კერამოგრანიტის ფილების გამოყენებას გვირჩევს, რომელიც ენერგოეფექტური მასალაა და იატაკის გასათბობად და სითბოს შესანარჩუნებლად იდეალური გადაწყვეტილებაა.
ნესტის მიმართ მდგრადობა — ჩვენი რესპონდენტის თქმით, ნესტის მიმართ მდგრადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ფასადისა და ინტერიერის მასალების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ. ნესტის არსებობამ შენობის ფასადსა თუ ინტერიერში დიდი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. კერძოდ, დააზიანოს მასალები, წარმოქმნას ობი და სოკო, მკვეთრად გააუარესოს შიდა ჰაერის ხარისხი, რაც შენობის იერსახესთან ერთად, ადამიანის ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება და სხვადასხვა დაავადებას გამოიწვევს. ამიტომ ფასადისა თუ ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალები, როგორიცაა საღებავი, შპალერი თუ პანელები, ნესტის მიმართ მაღალი სიმტკიცით უნდა გამოირჩეოდეს. IPS-ის მრავალფეროვანი პროდუქციიდან თანამედროვე ვენტილირებადი საფასადე გადაწყვეტილებები ნესტის მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს, ხოლო ამ მხრივ განსაკუთრებული ხარისხითა და ფუნქციურობით სარგებლობს Vescom-ის ბრენდის შპალერისა და ფარდების კოლექცია, რომლებიც მრავალფეროვანი დიზაინით გამოირჩევა და ყველა სეზონსა და საჭიროებას ერგება.
ყინვის მიმართ მდგრადობა — ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით დიდი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ საფასადო და ექსტერიერის მასალების, სადრენაჟო სისტემებისა და მოსაპირკეთებელი აქსესუარების არჩევის დროს, რადგან მათზე პირდაპირ ზემოქმედებს ტემპერატურის ცვალებადობა და სიცივე. ძლიერმა ყინვამ შესაძლოა დააზიანოს მასალა, გააჩინოს ბზარები და ფორმა შეუცვალოს პროდუქტს, ამიტომ ხარისხის დაცვა ასეთ დროს მნიშვნელოვანია.
„ფასადების მიმართულებით ყინვაგამძლეობის მაღალი კოეფიციენტით გამოვარჩევდით Argeton–ის ან Faveton–ის ბრენდების ტერაკოტის პანელებს. მაღალი ყინვაგამძლეობითა და თბოიზოლაციის თვისებით გამოირჩევა Kerlite–ის ტექნოლოგიით დამზადებული კერამიკული ფილებიც, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია აივანზე, ეზოსა თუ ტერასის მოსაწყობად. კიბის საფეხურებისა და აუზის მოსაპირკეთებლად უპირატესობას მივანიჭებთ Atlas Concorde–ის ფილებს, რომლებიც მაღალი მედეგობით ხასიათდება. სადრენაჟო სისტემებში გამოვარჩევთ TECE–ის ხაზის Terrace–ის წერტილოვან, ყინვაგამძლე ტრაპებს. ხოლო ფასადისთვის, გარე დეკორაციისა და აუზისთვის ელეგანტურობითა და ხარისხით შეუდარებელია Sicis–ის ბრენდის მოზაიკა და გარე ავეჯი, რომელიც ფუნქციურობასთან ერთად, ესთეტიკურად მიმზიდველია”, — აღნიშნავს IPS-ის წარმომადგენელი.
შეკუმშვა-გაფართოების უნარი და ნალექის ცვალებადობის მიმართ ამტანობა — საფასადო მასალების შერჩევისას კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ, პროდუქტის შეკუმშვა-გაფართოების უნარი და ნალექის ცვალებადობის მიმართ მედეგობაა, რომელსაც მოსაპირკეთებელი პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავებული მასალები ამ თვისებებით ხასიათდება, თუმცა ბიუჯეტური, უხარისხო პროდუქციის შემთხვევაში IPS-ში გვირჩევენ, დეტალურად გადავამოწმოთ მასალის აღწერილობა და ინფორმაცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ თვისებების გარეშე, პროდუქცია შესაძლოა ადვილად დაზიანდეს, გასკდეს, გაუფერულდეს, ლაქები გაუჩნდეს და ფუნქცია დაკარგოს.
[R]