in

ფასადური მოპირკეთების თანამედროვე სახეები

IPS
IPS

სახლის დანახვისას პირველი, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, მისი ფასადია. ჩვენი პირველი შთაბეჭდილებაც სწორედ მასზეა დამოკიდებული. თანამედროვე ფასადები მხოლოდ ლამაზი ექსტერიერით არ ხასიათდება, არამედ ისინი მაღალი ფუნქციონალობითაც გამოირჩევა. საიმედოობა, პრაქტიკულობა, მიმზიდველობა და ხელმისაწვდომი ფასი – სწორედ ეს არის თანამედროვე ფასადების ძირითადი მახასიათებელი.

გარე კედლის თერმული დაცვისთვის შემდეგ მეთოდებს იყენებენ:

„სველი“ ფასადი, რომელიც გულისხმობს დამათბობლის, არმირებული ბადისა და კედლის ბათქაშს.

„მშრალი“ მეთოდი, გულისხმობს სპეციალური თერმოსაიზალაციო პანელების გამოყენებას აგურის ან ხის წყობის ქვეშ.

ვენტილირებადი ფასადი, რომლის განმასხვავებელი ნიშანია საჰაერო ფენის არსებობა, რომელიც  კონსტრუქციის შიგნით ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს, ათბობს კედლებს და იცავს მათ დანესტიანებისგან, ობისა და სოკოსაგან.

მოპირკეთების თანამედროვე სახეები:

დღეს მწარმოებლები მოპირკეთების ტექნოლოგიებისა და მასალების უზარმაზარ არჩევანს გვთავაზობენ. განსაკუთრებული პოპულარობით შემდეგი სახეობები გამოირჩევა:

დეკორატიული ბათქაში

დეკორატიული მოსაპირკეთებელი ბათქაში სახლის დათბუნებისა და მისი გარეგნობის გაუმჯობესების ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ მეთოდად შეგვიძლია დავასახელოთ. თანამედროვე მწარმოებლები ბათქაშის შემადგენლობებს სხვადასხვა დანამატებითა და შენაერთებით უშვებენ, რომლებიც საინტერესო ფაქტურულ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს და მათი შეღებვის შესაძლებლობას ქმნის.

კედლების გადასწორებისათვის ცაცხვის ფუძეზე დამზადებული გიფსისა და ცემენტის სხვადასხვა მინარევები გამოდის. სამშენებლო-სარემონტო სფეროში სილიკონები, სილიკატები და აკრილის საბათქაშე სითხეები ახალი მიმართულებაა. ისინი გამოირჩევიან სიმტკიცით, ელასტიურობით, გამძლეობითა და ამოუწურვი ფერთა გამით. ფასადის მობათქაშება საკმაოდ შრომატევადი პროცესია. უნაკლო შედეგის მისაღწევად მთავარია მოსაპირკეთებელი მასალის შემადგენლობის სწორი შერჩევა.

მოპირკეთება აგურით

ეს ყველაზე სუფთა და ეკოლოგიური მასალაა, რომელიც ისეთი დადებითი მახასიათებლების მატარებელია, როგორიცაა ცეცხლმედეგობა, თერმოიზოლაცია და ჟანგბადის გატარების უნარი. უნდა აღინიშნოს რომ მოსაპირკეთებელი აგური განსხვავდება სამშენებლო აგურისგან. მას ამზადებენ ცემენტისა და ნიჟარების ძლიერი დაწნეხვის გზით. სახლის ასეთი მასალით მოპირკეთებისათვის საჭიროა ფუნდამენტის ჰიდროიზოლაცია და ცოკოლის სხვა მასალით მოპირკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში აგური ნესტის შთანთქვას დაიწყებს.

სახლის აგურით მოპირკეთებისათვის გვარიანი ფინანსური დაბანდება და სამონტაჟო საქმეების დიდი გამოცდილებაა სააჭირო. სამაგიეროდ ფასადი ძალიან ლამაზი, ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილი გამოვა. ასევე მრავალ წელს გემსახურებათ.

კერამოგრანიტი

კერამოგრანიტით მოპირკეთებული ფასადები გამოირჩევა სიმტკიცით, გამძლეობითა და პრაქტიკულობით. ისინი გამოიყენება ვენტილირებადი ფასადებისთვის.  კერამიკულ პანელებს საფუძვლად რამდენიმე დამცავი ფენა აქვს, რომელიც ასევე ჰაერსაც ატარებს. ვენტილირებადი ფასადის მთავარი თავისებურებაა საჰაერო ფენის არსებობა დათბილვის მემბრანის ფენასა და ფილებს შორის.

ფასადური კასეტები

საკიდი ფასადის მოპირკეთების დროს ფასადური კასეტები გამოიყენება. ეს მასალა გამოირჩევა პრაქტიკულობით, ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდით, დამონტაჟებისა და მოვლის სიმარტივით.

კასეტების კონსტრუქციაში შედის გალვანური ფოლადის ფირფიტები და პოლიმერული საფარი, რომელიც შეიძლება ნებისმიერი შეფერილობის იყოს. ეს საშუალებას გვაძლევს მოპირკეთება საკუთარ გემოვნებას შევუხამოთ. ფასადური კასეტების დამონტაჟება იმავე ტექნოლოგიით ხდება, როგორითაც ვენტილირებადი ფასადის დანარჩენი მასალების.

საიდინგი

საიდინგი ფასადის გაკეთილშობილებისათვის ყველაზე მარტივი და იაფი გზაა. მასალის სიმარტივე კომპენსირდება ფაქტურის, ფერებისა და ელფერების ფართო სპექტრით, რომლებიც საშუალებას იძლევა ფასადს სასურველი სახე მივცეთ. პლასტიკური საიდინგი ყველაზე აქტუალური სახეობაა. ის არ ხუნდება, არ იშლება და არ ლპება. ხის ფაქტურის საიდინგი ხის დაფას ჰგავს, თუმცა მისი საექსპლუატაციო მახასიათებლებით ის მნიშვნელოვნად სჯობნის ხეს. საიდინგი მშვენივრად იცავს სახლს ნესტისგან, ქარისგან, ხმაურისა და დაშლისგან. მისი ძირითადი პლიუსი ეკონომიურობაა.

პლასტიკური საიდინგი ხშირად  აივნებისა და ლოჯების მოსაპირკეთებლად გამოიყენება. მისი დაყენება  მარტივია და ინსტალაცია დამოუკიდებლადაა  შესაძლებელი.

ქვით მოპირკეთება

ბუნებრივი ან ხელოვნური წარმომავლობის ქვა ერთ-ერთ ყველაზე ესთეტიურ და საიმედო მასალას წარმოადგენს. სახლის გარე კედლების ქვით დაფარვა მთლიანად და ნაწილობრივაა შესაძლებელი. თუმცა ასედი ფასადის შექმნა შრომატევადი, მძიმე და საკმაოდ ხარჯიანი პროცესია.

სახლის ფასადის გამძლეობა და გარეგნობა თავიდან ბოლომდე ჩატარებული სამონტაჟო სამუშაოების ხარისხზე იქნება დამოკიდებული. თუ მონტაჟი არასწორად მოხდა, მაშინ დროთა განმავლობაში წყობა დეფორმირებასა და დაშლას დაიწყებს, რამაც კედლების ლპობა და ნაწილობრივი დაშლა შეიძლება გამოიწვიოს.

სენდვიჩ პანელები

კიდევ ერთი თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი გარეგნობისაა, არამედ ძალიან კარგი თერმოსაიზოლაციო თვისებებით გამოირჩევა. პანელები შედგება სამი ფენისგან: ორი მეტალის ლისტისა და მათ შორის დამათბობელი მასალისგან. ყველა ფენა ერთმანეთთან  მაღალ ტემპერატურაზე დაწნეხვის საშუალებით ერთდება, რის შემდეგაც მიღებული პანელი მტკიცე და გამძლე ხდება. სენდვიჩ პანელის პირის მხარე შეიძლება იყოს ხავერდოვანი, დეკორატიული ხის, ქვის, აგურის ან პროფილირებული. პანელები გამოირჩევა დაბალი წონით და არ საჭიროებს ძლიერ ფუნდამენტს. მონტაჟი სწრაფად და მარტივად ხორციელდება.

 

დასკვნა

ფასადების თანამედროვე მოპირკეთება არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციონალურიც უნდა იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი მასალებისა და მოპირკეთების ხერხების შერჩევა. კიდევ ერთი მნიშვნელვანი მოთხოვნა გარე მოპირკეთებაში ფასადის ჰარმონიულ შერწყმას გულისხმობს გარემო ლანდშაფტთან და მიმდებარე ტერიტორიასთან.

კვირის შეთავაზება – კარი ჩარჩოს გარეშე “წუნდასგან”

ჭერის მოპირკეთების ძირითადი სახეები