in

ფენ შუის 10 მარტივი წესი ჰარმონიული მომავლისათვის

ფოტო: thespruce.com

ფენ შუი ძველი აღმოსავლური ხელოვნებაა და ჩინურად ქარს და წყალს ნიშნავს. ამ უძველესი ხელოვნების თანახმად, ადამიანის ბედნიერება და წარმატება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები.

იმისათვის, რომ დადებითი და უარყოფითი ენერგიების დაბალანსებული გარემო შევქმნათ სახლებში, ფენ შუის სხვადასხვა რჩევების ნუსხა არსებობს. ჩვენ გაგიმარტივეთ გზა და 10 ყველაზე მარტივი წესი ამოვკრიბეთ  ჰარმონიული საცხოვრებელი გარემოსა და ბედნიერი ცხოვრებისათვის: 

  1. სახლის კარი უნდა იღებოდეს შიგნით. გარეთ გამოღებული კარი ენერგიას არ უშვებს სახლში და უკან ისტუმრებს. თუ შემოსასვლელი კარი ჩრდილოეთს უყურებს, სასურველია მისი ცეცხლისფერ ფერად შეღებვაწითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მეწამული.
    ფოტო: adoremagazine.com

  2. სახლის შემოსასვლელი იმის ამსახველია, თუ როგორ შემოდის თქვენს ცხოვრებაში ენერგია; შესაბამისად, ნუ დაიზარებთ და ეს ადგილი განსაკუთრებული მონდომებით მოაწყვეთგაათავისუფლეთ ზედმეტი ნივთებისგან, შექმენით კარგი განათება და სისუფთავე.
    ფოტო: homestolove.com.au

  3. სარკე ირეკლავს ენერგიას; ფენ შუის რჩევების გავითვალისწინებთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკიდოთ ის შემოსასვლელი კარის საპირისპიროდ, რათა არ აირეკლოს ის დადებითი ენერგია, რომელიც სახლში გვინდა რომ შემოვიდეს. ასევე, არასასრუველია სარკის საწოლთან განთავსებაც.
    ფოტო: insideherhome.com

  4. მცენარეები განსაკუთრებული მნიშნელობის მატარებლები არიან ფენ შუის მიხედვით და აუცილებელია სახლში მათი ქონა. სასურველია ქოთნის მცენარეების, როგორც მისაღებ, ასევე საძინებელ ოთახში განლაგება.
    ფოტო: thespruce.com

  5. ოთახის ტემპერატურა ნეიტრალური უნდა იყოს – არც ძალიან თბილი და არც ძალიან ცივი. ჰაერის ხშირი განიავება კი არსებითი მნიშვნელობისაა ფენ შუისათვის.
    ფოტო: thespruce.com

  6. სასადილო მაგიდას არ უნდა ჰქონდეს კუთხეები, შესაბამისად, ის მრგვალი ან ოვალური ფორმის უნდა იყოს. ასევე, სასურველია სკამებს მყარი და მაღალი საზურგე ჰქონდეთ.
    ფოტო: home-designing.com

  7. ფენ შუის მიხედვით კარები შესაძლებლობების პორტალია ჩვენს ცხოვრებაში და ისინი მინიმუმ 90 გრადუსით მაინც უნდა იღებოდეს. ასევე, კარი უნდა იყოს წესრიგში, არ კრაჭუნებდეს და ყველა საკეტი მუშაობდეს.
    ფოტო: casenwooddoor.com

  8. სამუშაო მაგიდა, საწოლი და ქურა ისე უნდა განათავსოთ შესაბამის ოთახებში, რომ კარის დანახვა შეგეძლოთ მარტივად; ესეც ხელსაყრელი შესაძლებლობის მიღების მიზნით უნდა გააკეთოთ ასე.
    ფოტო: ikea.com

  9. გადახედეთ იმ გზას, რომელსაც ყველაზე ხშირად გადიხართ საკუთარ სახლში. მაგალითად, შემოსასვლელი კარიდან კარადამდე, იქედან სააბაზანომდე, შემდეგ საძინებლამდე და ა.შ. თუ ამ გზაზე რაიმე ხელისშემშლელი გხვდებათ ხოლმე, იქნება ეს დივანი, სავარძელი, ოთახის მცენარე, სათამაშო თუ ნებისმიერი სხვა ნივთი, აუცილებლად გადადგით და გაათავისუფლეთ ის ადგილი.
    ფოტო: home-designing.com 
  10. მნიშვნელოვანია უსარგებლო, ზედმეტი და ცუდი მოგონებების მატარებელი ნივთების სახლიდან მოშორებით გატანა, ამით თქვენ ათავისუფლებთ “ადგილს” ახალი შესაძლებლობებისთვის. 

ფოტო: ikea.com

The Apartment – თინა საიდენფადენის განსაკუთრებული სახლი დანიაში

როგორ გამოვიყენოთ შავი ფერი აბაზანაში