in

10 სწრაფი და ეფექტური იდეა ინტერიერში ფერადი აქცენტების დასამატებლად

ითვლება, რომ color blocking პირველად გამოიყენა ჰოლანდიელმა მხატვარმა – პიტერ მონდრიანმა, რომლის აბსტრაქტულმა ნახატებმა, სხვათა შორის, ივ სენ ლორანიც კი შთააგონა. გასაკვირი არ არის, რომ მოდის ინდუსტრიის შემდეგ ამ ტექნიკამ ინტერიერის დიზაინშიც შეაღწია. დეკორატორები ხშირად 2-3 ელფერს აერთიანებენ და მათ არა მხოლოდ კედლებისთვის, არამედ ჭერისა და ავეჯისთვისაც იყენებენ. ამ სტატიაში მოცემულია რამდენიმე იდეა, რომელიც შეგიძლიათ მცირეოდენი საღებავის გამოყენებით რეალობად აქციოთ.

Color Blocking

კედლის დეკორაციისას color blocking-ის გამოყენება არის შესანიშნავი გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას გაძლევთ როგორც ოდნავ, ასევე რადიკალურად განაახლოთ ინტერიერი. კედელზე გეომეტრიული ფორმების დასახატად დაგჭირდებათ ფუნჯი, ლენტი, საღებავი, ნიმუშები და რამდენიმე საათი თავისუფალი დრო.

შეგიძლიათ ეს ტექნიკა ინტერიერში კონკრეტული ადგილის ხაზგასასმელად გამოიყენოთ. ან სცადეთ ფერის გამოყენება ავეჯის კონკრეტულ ნაწილზე, დეკორაციაზე ან არქიტექტურულ დეტალზე ფოკუსირებისთვის.

ასიმეტრია

შეეცადეთ შექმნათ რამდენიმე ფერის სქემა, რომელიც ასიმეტრიულია სივრცის არქიტექტურული ელემენტების მიმართ, როგორიც არის ფანჯრები ან კარები. ეს ტექნიკა ლაკონიურ სივრცეს მხატვრულობასა და თეატრალურობას შესძენს.

ფერადი კედელი საწოლის თავთან

ამ გადაწყვეტას რამდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, საღებავი, ზედმეტი ობიექტებისა და სტრუქტურების გარეშე, საძინებლის სივრცის ზონირებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, მოხატულმა კედელმა, შესაძლოა ვიზუალურად საწოლის თავის ილუზია შექმნას.

მდიდრული სიყალბე

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე გამოსახულ შემთხვევაში ინტერიერის დიზაინერმა გადაწყვიტა ბათქაში დაეზოგა და ამის ნაცვლად საღებავი გამოეყენებინა, რათა ვიზუალური ილუზია შეექმნა. ამას ემატება თხელი ფუნჯით გავლებული ღია მწვანე მონახაზი. სხვათა შორის, ეს ფერი შემთხვევით არ შერჩეულა: მწვანე არის ვარდისფრის საპირისპირო ფერი და მასთან ქმნის აღსანიშნავ კომბინაციას, რომელიც იტენის ფერთა ბორბალზე ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი და სანახაობრივია.

ხელოვნების ნაწარმი

იცოდით, რომ ინტერიერის საღებავით ნახატების დახატვა შეგიძლიათ? აიღეთ რამდენიმე საღებავის ნიმუში და თანამედროვე სტილის ფართომასშტაბიანი ინტერიერი შექმენით.

ფონი ხელოვნების ობიექტებისთვის

შესაძლოა, საღებავი ხელოვნების ნიმუშის იდეალურ ფონად იქცეს. მაგალითად, გრაფიკა ექსპრესიულად გამოიყურება მქრქალ-ყვითელ და კომბინირებულ მწვანე ფონზე, ხოლო ფერწერა – მუქ ლურჯზე.

კრეატიული ჭერი

ოთახების უმეტესობისთვის თეთრი მქრქალი ჭერი მომგებიანი ვარიანტია. მაგრამ არა საბავშვო ოთახისთვის. სხვადასხვა ფერების და ფორმების გამოყენებით შეგიძლიათ თქვენი შვილის ოთახისთვის ზღაპრული ჭერი შექმნათ.

განაახლეთ სამზარეულო

თეთრი სამზარეულო კლასიკურია, მაგრამ თუ მისი განახლება გსურთ, რამდენიმე მონაკვეთის კონტრასტული ფერით შეღებვა სცადეთ. იქიდან გამომდინარე, რომ თეთრი ნებისმიერ ელფერს უხდება, შეცდომების დაშვება უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

მუქი ტონი კედლის ქვედა ნაწილზე

მუქი ელფერები ინტერიერის ყოველთვის თანამედროვე იერს ანიჭებს, ის ხაზს უსვამს სივრცის არქიტექტურას. კედლის ქვედა ნაწილის მუქ ტონში შეღებვით, თქვენ ინტერიერში არა მხოლოდ ელეგანტურ კონტრასტს შექმნით, არამედ ჭერის სიმაღლეს ვიზუალურად გაზრდით და ყოველდღიური ლაქების კვალს დამალავთ.

ზონირების ელემენტი

თეთრი და ნაცრისფერი ინტერიერი ხშირად ზედმეტ სიცივეს და სიმკაცრეს ასხივებს. ნათელ აქცენტს შეუძლია სივრცის აღქმა მკვეთრად შეცვალოს. მაგალითად, ნათელ ფერში შეღებილი კარი არა მხოლოდ ინტერიერს გაახალისებს, არამედ გრძელი, ვიწრო სივრცის კორექციას შეუწყობს ხელს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბინა წითელი და შავი აქცენტებით ათონელის ქუჩაზე – ელენე სეხნიაშვილის ინტერიერი

მოძველებული ბინა, რომელიც თბილ და ნათელ საცხოვრებლად იქცა