in

ფერადი ინტერიერი ლონდონში, რომელიც ახალგაზრდა მხატვარს ეკუთვნის

Banner M2
Banner M2

ლონდონში მდებარე სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თამამი სტილითა და ფერებით შექმნილი პროექტია, მაღალი ჭერითა და ავეჯის და დეკორაციის მკვეთრი ფერების ნაზავით, რაც ნათლად ასახავს სახლის მფლობელის მხატვრულ ფესვებს.

სახლი აერთიანებს სასადილო და სამზარეულო ოთახებს, სხვადასხვა მოსასვენებელ სივრცეებსა და ორ საძინებლებს და გვაჩვენებს თუ როგორ უნდა ავითვისოთ ფერები და შევურჩიოთ ავეჯი თუ სხვა დეტალები შაბლონებსა და ტექსტურებს.

კიბე ღია გეგმარირების მქონე საცხოვრებელის ფერადი ცენტრია.

სამზარეულო წარმოადგენს ღია ყვითელი ფერების თამამ ნაზავს. იატაკის საფარის სახით სხვადასხვა ფერის კერამიკული ფილებია გამოყენებული.

მაღალი ჭერი ინტერიერს ბუნებრივი განათებით ავსებს, ხოლო სასადილო ნაწილი შედარებით უფრო ვინტაჟურ სტილშია მოწყობილი და ოთახში თბილ შეგრძნებებს აღვიძებს.

მასალის სახით გამოყენებულია ჩრდილოეთ ინგლისში გავრცელებული ხე, ხოლო დიდი ზომის კარი მშვენიერ გადასვლას ქმნის სახლსა და ბაღს შორის.

თავდაპირველად, სახლს შედარებით დაბალი ჭერი ჰქონდა და მას სართულებად ყოფდა, თუმცა თანდათანობით მოიხსნა რათა ორი სართულის გაერთიანება ყოფილიყო შესაძლებელი.

კედლებზე საღებავის სახით ღია ვარდისფერ ტონალობებს ვხვდებით, რასაც სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებები კიდევ უფრო მეტად შემოაქვს ინტერიერში.

სახლის წინა ნაწილში პატარა მისაღები სივრცეა, რომელსაც დახვეწილი დიზაინის ბუხარი ამშვენებს.

ერთ-ერთი საძინებელი ლურჯი ფერის ტონალობებშია გაწყობილი, რომელიც ხის იატაკის საფარის ფერებთანაა დაბალანსებული.

მთავარი საძინებელი და აბაზანა ერთ სივრცეშია მოთავსებული, თუმცა ერთმანეთისგან ფერადი ფარდებით არის გამოყოფილი.

5 ფერი სამზარეულოსთვის, რომლებიც დიზაინერებმა წელს ახალი ტონალობებით ჩაანაცვლეს

ბაღი მცირე ზომის ნაკვეთზე – იდეები შთაგონებისთვის