თეთრი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ნატურალური ხისფერი – ეს ყველაზე პოპულარული ტონებია ინტერიერისთვის, განსაკუთრებით კი სამზარეულოს დიზაინში. აღნიშნულ ფერებს ხშირად ირჩევენ როგორც ერთგვარ “ბაზას”, რომელიც ყველა დროში აქტუალურია და არასდროს გადადის მოდიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ მარტივი გზაა ე.წ. “უკვდავი დიზაინის” შესაქმნელად, ის საკმაოდ მოსაწყენი და ერთფეროვანია. სამზარეულო სახლის ის ნაწილია, სადაც ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. შესაბამისად, ის უნდა იყოს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ გამორჩეულად მიმზიდველი და სასიამოვნო თვალისთვის. სწორედ ამიტომ, მკვეთრი ფერები ნამდვილად იმსახურებენ შანსს ამ ოთახში. მაინც რომელი ტონია თქვენთვის ყველაზე მისაღები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ჩვენ მიერ შერჩეული სხვადასხვა ვარიანტები დაგეხმარებათ.