ფერადი ჭერი მარტივი და ამავე დროს ეფექტური გადაწყვეტილებაა, რომელიც ინტერიერის გამრავალფეროვნაში გვეხმარება. დღეს ჭერის შეღებვის დროს დაშვებულ ტიპურ შეცდომებზე ვისაუბრებთ.
შეცდომა #1: ჭერი მნიშვნელოვან ფუნქციას არ ასრულებს
როგორც ცნობილია, ფერი სივრცის აღქმაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ნათელი ელფერები გარემოს აცოცხლებს და ისეთი საზოგადოებრივი ზონებისთვის, როგორიცაა სამზარეულო და სასტუმრო – შესანიშნავია. უფრო ნაზი გამა, რომელიც სიმშვიდისა და სიწყნარის შეგრძნებას ბადებს, უმჯობესია საძინებელში გამოვიყენოთ. გარდა ამისა, სხვადასხვა ფერებს ჭერის ვიზუალური ამაღლება ან პირიიქით დაწევა, ოთახის შემცირება და მასში მეტი სიმყუდროვის შემოტანა შეუძლია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჭერის კონტრასტული მოპირკეთებით სივრცის უტიხროთ ზონირებაა შესაძლებელი.
შეცდომა #2: არასწორი ელფერი
ჭერის ფერის არჩევისას მნიშვნელოვანია არამხოლოდ საკუთარი გემოვნებით ხელმძღვანელობა, არამედ ინტერიერის საერთო პალიტრის გათვალისწინება. არ არის აუცილებელი, რომ ჭერი ნათელი აქცენტი იყოს. შესაძლებელია მისი კედლების ტონში შეღებვაც და ამ გზით კამერული, ერთგვაროვანი სივრცის შექმნა. სწორი ელფერის არჩევისთვის რამდენიმე სატესტო ფენა შექმენით და ფერს სხვადასხვა განათების ფონზე დააკვირდით.
შეცდომა #3: მხოლოდ ერთი ფერის გამოყენება
ნათელი წარწერა მშვენიერი გადაწყვეტილებაა, როცა გაჯერებული ფერების დამატება და ამავე დროს ნეიტრალური საფუძვლის შენარჩუნება გსურთ. პრინტის ფერთა გამა შესაძლებელია ინტერიერის ძირითად ელფერს ერითმებოდეს ან აქცენტის როლს ასრულებდეს.
შეცდომა #4: ჭერის ერთადერთ აქცენტად გამოყენება
ფერადი ჭერი ნათელი აქცენტია, რომელიც ყურადღებას იპყრობს. თუმცა, ამის გაკეთება არ არის აუცილებელი. დომინანტ ტონად ზოგჯერ სხვა ელემენტების გამოყენებაც შესაძლებელია. ჭერის ელფერი ავეჯის, ტექსტილისა და დეკორის ნივთებს ეხმიანება. ასევე სხვადასხვა ოთახებში გამეორებული ტონები ინტერიერს დასრულებულ და ჰარმონიულ სახეს აძლევს.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი