in

5 ფერი მისაღები ოთახისთვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია 2024 წელს

ჩვენი საცხოვრებელი ბევრს გვიამბობს იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ – ჩვენი დამოკიდებულება ხელოვნებისა და ფერების პალიტრის მიმართ მკაფიოდ უსვამს ხაზს ინდივიდუალურ ხასიათსა და სტილს. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ჩვენი შეხედულებები და მსოფლიო ტენდენციებიც, რის გამოც, ბუნებრივია, ცვლილებებს ინტერიერშიც ვახორციელებთ.

ოთახების ხელახალი მოწყობა ახალი ფერებითა და იდეებით არა მხოლოდ პირადი და ექსპრესიული პროცესია, არამედ მას აქვს ძალა შეცვალოს გრძნობები და ხასიათი მთელს სახლში. სწორმა ფერებმა შეიძლება მოგვცეს შთაგონება, ენერგია და უამრავი სასიამოვნო ემოცია. აქედან გამომდინარე, დღეს მისაღები ოთახის კედლისთვის რეკომენდებულ 5 საუკეთესო ფერს გაგიზიარებთ, რომლებიც 2024 წელს განსაკუთრებით პოპულარულია.

ყავისფერი

ყავისფერი ბოლო დროს უამრავ განხორციელებულ პროექტში ვნახეთ. ნეიტრალური ფერთა სისტემის მოყვარულები არჩევანს ამ ტონზე ხშირად აკეთებენ, რადგან ის აღიქმება როგორც მიწიერი ფერების ნაწილი. ყავისფერი თბილი კრემისფრისა და იისფრის შედარებით მუქი ტონალობაა, რომელიც ხაზს უსვამს საერთო იერს და ოთახი ერთიანობაში მოჰყავს, დამატებით კი სახლში ღრმა და დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის. ასეთი ფერი კარგია მისაღები ოთახისთვის, რადგან ეს არის სივრცე, რომლისკენაც ვისწრაფვით დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ და გვსურს, რომ ის ძალიან თბილი და მყუდრო იყოს, იგრძნობოდეს ფერის დამამშვიდებელი გავლენა, რომელიც მოგვაგონებს ბუნებასა და სიმწვანეს.

ლურჯი

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბუნებრივი და მიწიერი ტონები. ადამიანები გამუდმებით ცდილობენ, რომ ინტერიერში ბუნების სილამაზე იგრძნობოდეს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დღეს ლურჯის მშვიდი ტონი სახლის მეპატრონეებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფერია. საშუალო ტონის ლურჯს მიმზიდველი იერი და თბილი აურა აქვს, რაც საბოლოოდ, მთელს სახლში ვრცელდება და ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის.

შავი

ჩვენ ყველას გვაქვს უნიკალური და პირადი კავშირები თუ ემოციები ფერებთან, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ნახშირსფერი შავი, რომელიც აღიქმება, როგორც მუქი ნაცრისფერი, შესანიშნავი ტონია მისაღები ოთახისთვის და სივრცეში გამორჩეულ ფონს ძალიან მარტივად ქმნის.

მათთვის, ვინც ეძებს დახვეწილ და ელეგანტურ მისაღებს, ეს ფერი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რადგან ის არა მხოლოდ მყისიერად ამაღლებს განწყობას ოთახში, არამედ დადებითად მოქმედებს ჩვენს ხასიათზეც. ასეთი მისაღები არის ძალიან თანამედროვე და მარადიული, რომელიც არასდროს ხდება თვალისთვის მოსაწყენი ან უინტერესო.

მწვანე

მწვანე მისაღების კედლებისთვის ერთ-ერთი შეუცვლელი ფერია. ეს ფერი განსაკუთრებით უხდება ნაცრისფერ დეტალებსა და მინიმალისტურ სტილს, სადაც აქცენტი კეთდება ბუნებრივ დეტალებზე და მასალაზე. შედარებით “მტვრიანი” მწვანე კარგად შეეფერება პატარა ზომის მისაღებს, თუმცა თუ ამ ტონს გამოიყენებთ როგორც კედლებზე, ასევე ჭერზეც, მოახერხებთ სივრცეებს შორის საზღვრების ვიზუალურად გაქრობას და შედეგად, ოთახი იმაზე ფართო და ვრცელი გამოჩნდება, ვიდრე სინამდვილეში არის.

მტვრიანი ვარდისფერი

ჩვენი საცხოვრებელი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ გამოვხატოთ ინდივიდუალური სტილი და გემოვნება და ხაზი გავუსვათ თითოეულ იმ დეტალს, რომელიც ნამდვილად გვიყვარს. მისაღებ ოთახში კი, როგორც წესი, გვსურს შევქმნათ დამამშვიდებელი და თვალისთვის მარტივი ინტერიერი, სადაც შევძლებთ დროის კომფორტულად და სასიამოვნოდ გატარებას. ამ მიზეზით, ბუნებრივი შეფერილობის ვარდისფერი შესანიშნავი არჩევანია, რადგან ის ქმნის დახვეწილ, მშვიდ და ძალიან ბუნებრივ ინტერიერს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

კლასიკური დეტალებით შექმნილი თანამედროვე პენტჰაუზი სტოკჰოლმში

7 ადგილი თბილისში, სადაც დასაკეც სკამს შეიძენთ