ნაცრისფერი ძალიან დახვეწილი და ელეგანტური ფერია, რომელსაც აქვს უნარი, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალოს მზის სხივების ზემოქმედების შესაბამისად. მისი სხვა ფერებთან დაბალანსების გასაღები მდგომარეეობს მის შედარებით ღია ტონების შერჩევაში. მაგალითად, მზიან სივრცეებში ძალიან მოუხდება ღია ცისფერი, ხოლო კრემისფრისა და ნაცრისფრის კომბინაციას შეუძლია თბილი და ჰაეროვანი გარემოს შექმნა.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ნაცრისფერს ფერთა ყველა კომბინაცია არ მოუხდება და ფერების შერჩევამდე კარგად დაფიქრებაა საჭირო. სანამ უშუალოდ ფერთა სისტემის შერჩევაზე გადახვალთ, კარგად გაითვალისწინეთ თქვენი ოთახი და დეკორაციები, ბუნებრივი შუქის რაოდენობა, სტილი და ასე შემდეგ. დღევანდელ სტატიაში კი რამდენიმე ფერს გაგაცნობთ, რომლებიც განსაკუთრებით უხდება ნაცრისფერში გადაწყვეტილ ინტერიერს.
ტერაკოტა
ტერაკოტა, რომელიც თიხისფერს ძალიან ჰგავს, არის ერთ-ერთი იმ ფერთაგანი, რომელსაც შეუძლია სივრცე ძალიან ჭკვიანურად დაბალანსებული, მაგრამ, ამავდროულად, ცივი გახადოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნაცრისფრისა და ტერაკოტას ტონის ყურადღებით შერჩევა, რათა ფერები იყოს მაქსიმალურად თბილი და მყუდრო. ისეთი რბილი ფერი, როგორიცაა ტერაკოტა, შესანიშნავად ერგება ნებისმიერ ოთახს და ქმნის გამორჩეულ ინტერიერს.
ვერცხლისფერი
ვერცხლისფერი, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს ნაცრისფერს, რის გამოც ეს ორი ფერი სასიამოვნოდ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან. ვერცხლისფერი დეტალების სახით შეგიძლიათ ინტერიერში ვერცხლის ნივთებისა და ჭურჭლის დამატება, რაც დახვეწილ და თანამედროვე სივრცეს შექმნის. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით უხდება სამზარეულოს. ნაცრისფრისა და ვერცხლისფრის კომბინაციისთვის ჭკვიანური დამატებაა ხის თბილი იატაკიც.
ყავისფერი
ერთ-ერთი საუკეთესო ფერი, რომელიც ნაცრისფერს უხდება, ყავისფერია, რომელიც შეიძლება დაემატოს ხის მოპირკეთების, ავეჯის ან იატაკის საფარის სახით. ეს ფერი ნაცრისფერთან მიმართებაში ქმნის შესანიშნავ კონტრასტს და ინტერიერში ბუნებრივი შეგრძნება შემოაქვს.
ზეთისხილის მწვანე
ნაცრისფრის მწვანესთან დაბალანსება საკმაოდ უსაფრთხო და რაციონალური გადაწყვეტილებაა, რადგან ორივე მათგანი ბუნებრივი ფერია და ქმნის მშვიდ გარემოს. ეს ორი ტონი ერთად შეიძლება უხვი რაოდენობით იყოს გამოყენებული, რადგან არცერთი აღიზიანებს თვალს და ქმნის რბილ ინტერიერს.
შავი
ნაცრისფერი პირველ ადგილზეა იმ ფერებს შორის, რომლებიც შავს უხდება. ამ ორ ექსტრემალურ ფერს შეუძლია ერთმანეთის დაბალანსება და ღრმა, საინტერესო ინტერიერის შექმნა, რომელიც მარტივად იქცევს თითოეული ადამიანის ყურადღებას. მუქი ან ღია ნაცრისფრისა და შავის გამოყენებამ შესაძლოა შექმნას მშვენიერი, თამამი და მონოქრომული სივრცე, რომელიც არ იქნება ძალიან ცივი. დამატებით კი კარგი გზაა ნახატების, ბალიშების, ფარდებისა და სხვა დეკორაციების დამატება.
კრემისფერი
ნაცრისფრისა და კრემისფრის კომბინაციით მიიღება მშვიდი, დახვეწილი ეფექტი. თანამედროვე სახლისთვის იდეალურია ამ ორი ფერის ღია, რბილი ჩრდილების შერჩევა, რომლებიც სიმშვიდეს განაპირობებს. მყუდრო და მიმზიდველი ატმოსფეროს შესაქმნელად ეს ფერები გამოიყენეთ არა მხოლოდ კედლებისა და ავეჯის სახით, არამედ ფარდებისა და სხვა დეკორაციების დახმარებითაც. ამას გარდა, იფიქრეთ ბუნებრივ მასალაზე, როგორიცაა მაგალითად, ხე ან ბუნებრივი ქვა. მოერიდეთ კონტრასტული ფერების გამოყენებას, სანაცვლოდ კი ყურადღება გაამახვილეთ ჰარმონიული გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს რელაქსაციას და კომფორტს.
ლურჯი
თუ თქვენ ისეთ ფერს ეძებთ, რომელიც ნაცრისფერს იდეალურად გამოკვეთს და დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის, მაშინ განიხილეთ ლურჯი. ეს ორი ხავერდოვანი ტონი ბრწყინვალედ ავსებს ერთმანეთს. ასეთი ფერებით შექმნილ ინტერიერში კი კარგად ჯდება ორგანული ტონები და ბუნებრივი მასალაც. ეს ყველაფერი ქმნის სითბოს განცდას და განსაკუთრებით უხდება მცირე რაოდენობით კონტრასტული ფერის დეკორაციების დამატება.
ყვითელი
ყვითელი ენერგიის ამაღლებაში დაგეხმარებათ. მისი და ნაცრისფრის კომბინაციას შეუძლია შექმნას ძალიან ცოცხალი და საინტერესო ატმოსფერო. თუ ნათელ და მკვეთრ ყვითელს მუქ ნაცრისფერს შეუხამებთ, მიიღებთ ოპტიმისტურ და თანამედროვე ინტერიერს. მათი მსუბუქი ჩრდილების შერჩევის შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, ნარინჯისფერი, ინტერიერი მშვიდი და დახვეწილი იქნება.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი